მახინჯაური (ბათუმი)
| დასახლება | |
|---|---|
|
მახინჯაური | |
|
მახინჯაურის რკინიგზის სადგური | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
| მუნიციპალიტეტი | ბათუმი |
| კოორდინატები | 41°40′31″ ჩ. გ. 41°41′41″ ა. გ. / 41.67528° ჩ. გ. 41.69472° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
| მოსახლეობა | 3401 კაცი (2002) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
| სატელეფონო კოდი | +995 422 |
| საფოსტო ინდექსი | 6015 |
მახინჯაური — დასახლება ბათუმის დაქვემდებარებაში, მწვანე კონცხის უბანში. მახინჯაურში არის რკინიგზის სადგური.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 15 მეტრზე. მახინჯაური ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,7 °C, ივლისისა 22,2 °C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,8 °C. ნალექები 2750 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია. არის მინერალური წყლები, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედიოდა ხელვაჩაურის რაიონში. 1959 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი და იყო სადაბო საბჭოს ცენტრი (სოფლები: შუა მახინჯაური და განთიადი). განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. 2011 წელს დაბის დიდი ნაწილი გამოეყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და მოექცა ბათუმის შემადგენლობაში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1878 | 315[1] | ||
| 1923[2] | |||
| 1959 [3] | |||
| 1970 [3] | |||
| 1979[3] | |||
| 1989[3] | |||
| 2002[3] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 520.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 71.
- ↑ Ethnic composition of rural Georgia 1923.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
| |||||||