კატია-ლა-მარი
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
კატია-ლა-მარი Catia La Mar | |
ქვეყანა | ვენესუელა |
შტატი | ვარგასი |
კოორდინატები | 10°36′00″ ჩ. გ. 67°02′00″ დ. გ. / 10.60000° ჩ. გ. 67.03333° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 18 მეტრი |
მოსახლეობა | 123 000 კაცი (1999) |
კატია-ლა-მარი (ესპ. Catia La Mar) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ვარგასის შტატში. სახელი ეწოდა ადგილობრივი ბელადის, კატიას პატივსაცემად.
ქალაქის შემოსავლების ძირითად წყაროს ვაჭრობა, ტურიზმი და ტრანსპორტი წარმოადგენს. კატია-ლა-მარში მდებარეობს ვენესუელის საზღვაო აკადემია და საზღვაო წვრთნების ცენტრი, ასევე ვენესუელის ერთადერთი საზღვაო ვაჭრობის უმაღლესი სასწავლებელი — კარიბის საზღვაო უნივერსიტეტი. ქალაქის პორტი შტატის თევზჭერის 30 %-ს უზრუნველყოფს.
1999 წელს კატია-ლა-მარის მოსახლეობა 123 000 ადამიანს შეადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gobernación del Estado Vargas დაარქივებული 2008-04-30 საიტზე Wayback Machine.