კატია-ლა-მარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კატია-ლა-მარი
Catia La Mar
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ვარგასი
კოორდინატები 10°36′00″ ჩ. გ. 67°02′00″ დ. გ. / 10.60000° ჩ. გ. 67.03333° დ. გ. / 10.60000; -67.03333
ცენტრის სიმაღლე 18 მეტრი
მოსახლეობა 123 000 კაცი (1999)
კატია-ლა-მარი — ვენესუელა
კატია-ლა-მარი

კატია-ლა-მარი (ესპ. Catia La Mar) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ვარგასის შტატში. სახელი ეწოდა ადგილობრივი ბელადის, კატიას პატივსაცემად.

ქალაქის შემოსავლების ძირითად წყაროს ვაჭრობა, ტურიზმი და ტრანსპორტი წარმოადგენს. კატია-ლა-მარში მდებარეობს ვენესუელის საზღვაო აკადემია და საზღვაო წვრთნების ცენტრი, ასევე ვენესუელის ერთადერთი საზღვაო ვაჭრობის უმაღლესი სასწავლებელი — კარიბის საზღვაო უნივერსიტეტი. ქალაქის პორტი შტატის თევზჭერის 30 %-ს უზრუნველყოფს.

1999 წელს კატია-ლა-მარის მოსახლეობა 123 000 ადამიანს შეადგენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]