შინაარსზე გადასვლა

კატალინა პონორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატალინა პონორი

პონორი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე
მეტსახელ (ებ) ი კატა, შავი ტიტა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დაიბადა 20 აგვისტო, 1987 (1987-08-20) (37 წლის)
კონსტანტა, რუმინეთი
რეზიდენცია ბუქარესტი, რუმინეთი
სიმაღლე 1,60 მ.
წონა 51 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი CS დინამო ბუქარესტი
მწვრთნელ(ებ)ი ოქტავიან ბელუ
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი სანდუ ლუჩიანი
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი მატეი სტანეი, გაბრიელა დოსოფტეი
ქორეოგრაფი მარიანა ბიტანგი
მუსიკა

2004: Gia
2005: Harem
2006: Underground
2007: Dark Angel
2011: Rise
2011–2012: Requiem for a Dream
2012: Fever

2016: Powerful

კატალინა პონორი (დ. 20 აგვისტო, 1987) — სპორტული ტანმოვარჯიშე, რომელიც 2004, 2012 და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რუმინეთის სახელით ასპარეზობდა. 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, კატალინამ 3 ოქროს მედალი მოიგო: ერთი „balance beam“ ღონისძიებაში, ერთი — „floor exercise“ ღონისძიებაში და ერთიც რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ერთად. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პონორმა „floor exercise“ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, რუმინეთის ნაკრებთან ერთად კი — მესამე ადგილი დაიკავა. არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის მედალოსანი. 2017 წელს მონრეალში გამართული სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პონორმა შესაძლო გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. თავისი კარიერის განმავლობაში მან ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის, 12 ოქროს მედალი.

პონორი კონსტანცაში დაიბადა. ტანვარჯიშში ვარჯიში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო.[1] 2002 წელს ვარჯიშის დროს ის რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა: ოქტავიან ბელუმ და მარიანა ბიტანგმა აღმოაჩინეს. მწვრთნელებმა პონორი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.[2]

კარიერა უფროსთა შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ასპარეზზე პონორის დებიუტი 2003 წელს, ანჰაიმში (კალიფორნია) გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა. ამ ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. კატალინამ „balance beam“ (9,587) და „floor exercise“ (9,700) ღონისძიებებში ვერცხლის მედლები მოიპოვა.[3] ნოემბერში კატალინა შტუტგარტში (გერმანია) გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე გამოვიდა, სადაც „balance beam“ (9,587) ღონისძიებაში ოქროს, ხოლო „floor exercise“ (9,237) ღონისძიებაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.[4]

2004 წლის მარტში, კოტბუსში (გერმანია) გამართულ მსოფლიო თასზე კატალინამ ერთი ოქროს („balance beam“, 9,700) და ერთი ვერცხლის („floor exercise“, 9,575) მედალი მოიპოვა.[5] მოგვიანებით, მარტში, ლიონში (საფრანგეთი) გამართულ მსოფლიო თასზე პონორმა „balance beam“ (9,175) და „floor exercise“ (9,625) ღონისძიებებში ვერცხლის მედლები მოიპოვა.[6]

მაისის დასაწყისში ამსტერდამში გამართულ ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე პონორი რუმინეთის ნაკრებს ოქროს მედლის მოგებაში დაეხმარა, ინდივიდუალურ ჩათვლაში კი, ორი ოქროს მედალი მოიპოვა („balance beam“ — 9,725; „floor exercise“ — 9,637).[7]

ათენის ოლიმპიური თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოში პონორმა ათენში გამართულ 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. გუნდურ ჩათვლაში მან რუმინეთის ნაკრებს 9,412 („ბჯენითი ხტომები“), 9,762 („balance beam“) და 9,750 („floor exercise“) ქულა მოუტანა და პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა.[8] ინდივიდუალურ ჩათვლაში რუმინელმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა („balance beam“, 9,787; „floor exercise“, 9,750).[9] „ოცნება, რომელიც ახდა..., — განაცხადა პონორმა, — როდესაც „balance beam“ ღონისძიებაში ოქროს მედალი მოვიპოვე, ძალიან ემოციურად ვიყავი. ვოცნებობდი, ეს მედალი სამუდამოდ მე მომეგო.“ [10]

დანიელა სილივაშის შემდეგ (1988 წლის შემდეგ), პონორი პირველი ქალი ტანმოვარჯიშე იყო, რომელმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.[2]

2005 წლის ივნისში პონორი დებრეცენში (უნგრეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. „Balace beam“ ღონისძიებაში რუმინელმა პირველი ადგილი დაიკავა (9,737), „floor exercise“ ღონისძიებაში კი 9,200 ქულა მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.[11] შემოდგომაზე მელბურნში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პონორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა („balance beam“, 15,800).[12]

შეჯიბრებების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი ღონისძიება „Team“ „All-around“ ბჯენითი ხტომები „Uneven bars“ „Balance beam“ „Floor exercise“
2003
მსოფლიო ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი
2004
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2005
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 4
მსოფლიო ჩემპიონატი 3
2006
ევროპის ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 3
2007
მსოფლიო ჩემპიონატი 3 4
ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2011
მსოფლიო ჩემპიონატი 4 7
ეროვნული ჩემპიონატი 2ვერცხლის მფლობელი 3
2012 დოჰას მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი
გერმანია-დიდი ბრიტანეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
გენტის მსოფლიო თასი 1ჩემპიონი
რუმინეთი-საფრანგეთი-გერმანია-იტალია მეგობრული 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 3 4 2ვერცხლის მფლობელი
2015 საფრანგეთი-რუმინეთი მეგობრული 1ჩემპიონი
2016 დოჰას მსოფლიო თასი 1ჩემპიონი
ბელგია-რუმინეთი-გერმანია მეგობრული 2ვერცხლის მფლობელი
ევროპის ჩემპიონატი 6 3 3
ეროვნლი ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
კემნიცის მეგობრული ჩემპიონატი 3
ოლიმპიური თამაშები 7
მეხსიკის ღია ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2017 ბაქოს მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
დოჰას მსოფლიო თასი 2ვერცხლის მფლობელი
ევროპის ჩემპიონატი 1ჩემპიონი
ეროვნული ჩემპიონატი 3 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი
სომბატჰეის მსოფლიო თასი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
არტურ გენდერის მემორიალი 4 7 2ვერცხლის მფლობელი 4
მექსიკის ღია ჩემპიონატი 3 1ჩემპიონი 1ჩემპიონი

ინტერნეტ რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Catalina Ponor" დაარქივებული 1 August 2012 საიტზე Wayback Machine. . london2012.com. Retrieved 20 April 2013.
  2. 2.0 2.1 Ponor returns to Games eight years later – Gymnastics News დაარქივებული 12 July 2012 საიტზე Wayback Machine. . NBC Olympics (13 May 2012). Retrieved on 2012-07-20.
  3. Events :: Show დაარქივებული 7 August 2012 საიტზე Wayback Machine.
  4. Events :: Show დაარქივებული 6 August 2012 საიტზე Wayback Machine.
  5. Events :: Show დაარქივებული 28 July 2013 საიტზე Wayback Machine.
  6. Events :: Show დაარქივებული 28 July 2013 საიტზე Wayback Machine.
  7. Events :: Show დაარქივებული 6 August 2012 საიტზე Wayback Machine.
  8. Women’s Team Final დაარქივებული 2012-08-16 საიტზე Wayback Machine. . gymnasticsresults.com (17 August 2004)
  9. Events :: Show დაარქივებული 3 August 2012 საიტზე Wayback Machine.
  10. Athletes :: Show დაარქივებული 11 April 2012 საიტზე Wayback Machine.
  11. 1st Individual European Championships in Men's and Women's Artistic Gymnastics – Debrecen 2005 დაარქივებული 2009-07-18 საიტზე Wayback Machine. . Gymnasticsresults.com. Retrieved on 15 August 2016.
  12. 38th Artistic Gymnastics World Championships Melbourne (AUS) დაარქივებული 2010-01-17 საიტზე Wayback Machine. . Gymnasticsresults.com. Retrieved on 15 August 2016.