შინაარსზე გადასვლა

კანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანდი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქალაქის ცენტრი
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 7°17′49″ ჩ. გ. 80°38′18″ ა. გ. / 7.29694° ჩ. გ. 80.63833° ა. გ. / 7.29694; 80.63833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1988  (მე-12 სესია)
ნომერი 450
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 450
ინგლ.რუს.ფრ.

კანდი (სინჰალ.මහ නුවර,ტამილ. கண்டி) — ქალაქი ცენტრალურ შრი-ლანკაში. მდებარეობს კანდის მთიანეთის შუაგულში, რომელიც ჩაის პლანტაციებითაა დაფარული. კანდი შრი-ლანკის ცენტრალური პროვინციის დედაქალაქი, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრია. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 110 049 ადამიანს. ქალაქში მდებარეობს ბუდას კბილის ტაძარი - მთელი მსოფლიოს ბუდისტური საზოგადოების ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი. სინჰაურ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს „დიად ქალაქს“.

ქალაქი XIV საუკუნეში დაარსდა და კუნძულის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქს წარმოადგენს. XV საუკუნიდან 1815 წლამდე იყო სინჰალის საელწმიფოს დედაქალაქი. 1988 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. მნიშვნელოვაი ნაგებობაა სასახლე-რეზიდენცია. ქალაქის მახლობლადაა 1821 წელს დაარსებული კანდის ბოტანიკური ბაღი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: