დამბულის მღვიმე
| დამბულის მღვიმე | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, vi |
| რეგიონი | აზია-ოკეანეთი |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
| ნომერი | 561 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 561 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დამბულის მღვიმის ტაძარი (სინჰალ. දඹුලු ලෙන් විහාරය, ტამილ. தம்புள்ளை பொற்கோவில்), აგრეთვე ცნობილი როგორც დამბულის ოქროს ტაძარი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი შრი-ლანკაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კოლომბოდან 148 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს მთელი შრი-ლანკის მასშტაბით საუკეთესოდ შემონახულ, მღვიმეში არსებულ სატაძრო კომპლექსს. კომპლექსში, 80 დადასტურებული მღვიმეა, მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობები - მონუმენტები და ნახატები განლაგებულია 5 მათგანში. ხელოვნების ეს ნიმუშები დაკავშირებულია ბუდასთან და მის ცხოვრებასთან. სულ წარმოდგენილია ბუდას 153 სტატუეტი, 3 შრი-ლანკის მეფის და 4 სხვადასხვა ღვთაების სტატუეტი, ასევე, მოგვიანებით დამატებული ინდუიზმის 2 ღმერთის - ვიშნუსა და განეშის თითო ქანდაკება. ფრესკები მოიცავს 2 100 მ² ფართობს.
როგორც ჩანს, ამ მღვიმეებში ბუდისტების მოსვლამდე სხვა, პრეისტორიული ადამიანები სახლობდნენ, რადგან აღმოჩენილია 2700 წლის ასაკის ადამიანის ჩონჩხები.
კომპლექსი ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება და მღვიმეში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ტაძარს წარმოადგენს მთელს აზიაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
