კაკბის საკენკელა
კაკბის საკენკელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lithospermum officinale L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
კაკბის საკენკელა,[1] სამკურნალო ქვათესლა (ლათ. Lithospermum officinale) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის, სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო, რომელიც დაფარულია მოკლე და მიტკეცილი ბეწვებით. ფოთლები კიდემთლიანია, ლანცეტა ან მოგრძოლანცეტასებური, 5–10 მმ სიგანის. ყვავილედი მტევანი ან ქოლგაა, განლაგებულია ღეროს დატოტვილ ნაწილში. გვირგვინი თეთრია ან მოყვითალო-თეთრი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]
გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებში, ველობებზე.[1]
კახურად ეწოდება ძმრიდედა, ჩიტიმძივა, მტრედისბრინჯა; ქართლურად — კაკბისაკვნეტელა; ერწოულად — ჩირაღდანი; რაჭულად — ჩიტიკაკალა; ლეჩხუმურად — ჩიტის-კაკალე; ზემოიმერულად — ხოხბის-საკენკელა, ჩიტისაკენკელა, ჩიტის-საკენკარა; დავით ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც როგორც ყაჭყაჭა; სვანურად ეწოდება მგგიმბაშოოლ; სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით — კაკბის საკუნტელა.[2]
ხალხურად „კაკბის საკენკელა“ აგრეთვე ეწოდება მეწამულ-ცისფერ ეგონიქონს (Aegonychon purpurocaeruleum).[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
საერთო ხედი
-
ნაყოფებიანი ღერო
-
ყვავილები
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 104.
- ↑ 2.0 2.1 მაყაშვილი ა., კაკბის საკენკელა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.