შინაარსზე გადასვლა

კაზუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქორდიანები

კაზუარი-მურუკი (Casuarius bennetti)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Casuarius (Brisson, 1760)

კაზუარი (ლათ. Casuarius) — ფრინველთა გვარი კაზუარისებრთა ოჯახისა. მოიცავს სამ თანამედროვე და ერთ ამომწყდარ სახეობას. გავრცელებულნი არიან ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში. არამფრენი, დიდი ტანის ფრინველებია. მათი სხეულის სიმაღლე 1,5–1,8 , წონა კი 60 კგ აღწევს. ავსტრალიაზე ყველაზე დიდები არიან ფრინველთა შორის, მსოფლიოში კი მხოლოდ სირაქლემებს ჩამოუვარდებიან. იკვებებიან სოკოებით, მუცელფეხიანებით, მწერებით, ბაყაყებით, გველებითა და სხვა მცირე ცხოველებით. დედალი ბუდეში დებს 3–8 კვერცხს. ისინი მომწვანო-ცისფერი ფერისაა, სიგრძეში 9–14 სმ, წონაში 650 . ინკუბაცია 49–56 დღე-ღამე გრძელდება. ველურ ბუნებაში ცოცხლობენ 12–19, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე. მათთვის ბუნებრივ მტერს წარმოადგენს დინგო.

  • Климов, Василий. Отшельник из джунглей // Вокруг света, 2001, № 6 (2729).
  • Наумов С. П. Зоология позвоночных. — М.: Просвещение, 1982. — 464 с.
  • Фауна мира. Птицы / В. М. Галушин, Н. Н. Дроздов, В. Д. Ильичёв, В. Е. Фомин; Под общей ред. В. Е. Соколова. — М.: Агропромиздат, 1991. — 312 с. — ISBN 5-10-001229-3.
  • Crome F., Moore L. The cassowary’s casque // Emu, 88 (2), 1988. — P. 123—124.