კაზუარისნაირნი
იერსახე
| კაზუარისნაირნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
სამხრეთული კაზუარი (Casuarius casuarius) | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Casuariiformes (Sclater, 1880) | ||||||||||||
| ||||||||||||
კაზუარისნაირნი (ლათ. Casuariformes) — დიდტანიანი უტროპო ფრინველების რიგი. აქვთ ძლიერ რედუცირებული, ოდნავ შესამჩნევი ფრთები, ძლიერი, სამთითა ფეხები. გავრცელებული არიან ავსტრალიასა და მის მახლობელ კუნძულებზე. კაზუარისნაირთა რიგში ორი ოჯახია: კაზუარისებრნი და ემუსებრნი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ერთადერთი სახეობა - ემუ. კაზუარისებრთა ოჯახში 3 სახეობაა. თავზე აქვთ საკმაოდ დიდი რქოვანი კორძი, ბუმბული შავია. კაზუარისნაირნი იკვებებიან ჩამოცვენილი ნაყოფით, კენკრითა და თესლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 317.