შინაარსზე გადასვლა

იულია სანინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულია სანინა
უკრ. Юлія Саніна

იულია სანინა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2014 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იულია ალექსანდრის ასული ბებკო (ქალიშვილობის გვარი: ჰოლოვანი)
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1990 (1990-10-11) (34 წლის)
დაბ. ადგილი კიევი, უკრაინა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2011 - დღემდე
იულია სანინა ვიკისაწყობში

იულია ბებკო (ქალიშვილობის გვარი: ჰოლოვანი; უკრ. Юлія Олександрівна Бебко (Головань); დ. 11 ოქტომბერი, 1990), მეტად ცნობილი როგროც იულია სანინა (უკრ. Юлія Саніна) — უკრაინელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. საზოგადოებაში ცნობილია, როგორც როკ და ალტერნატიული როკ ბენდის, The HARDKISS-ის მთავარი სოლისტი.

სანინა დაიბადა მუსიკოსების ოჯახში,[1] 1990 წლის 11 ოქტომბერს, კიევში, უკრაინა. ის პირველად სცენაზე სამი წლის ასაკში გამოვიდა. პირველი გმოსვლისას, მის სიმღერას აფორმებდა ორკესტრი, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის მუშაობდა როგორც სოლო ვოკალისტად, ასევე ბავშვთა ანსამბლსა და ჯაზ ბენდში.

2005 წელს მან დაამთავრა ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების მუსიკალური სკოლა. მოგვიანებით ჩაირიცხა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ინსტიტუტშის და 2013 წელს დაასრულა და მიიღო ფოლკლორისტის მაგისტრის ხარისხი.[2] კოლეჯში სწავლისას ის ასევე იყო დაინტერესებული ჟურნალისტიკით.[3]

2006 წლიდან 2008 წლამდე ის იყო ჯგუფ Sister Siren-ის ვოკალისტი.[4]

2011 წლის სექტემბერში სანინამ მუსიკოს და პროდიუსერ ვალერი ბებკოსთან ერთად ჩამოაყალიბდა დუეტი Val & Sanina, სადაც ისინი სიმღერებს რუსულ ენაზე ასრულებდნენ. მათ ჩაწერეს ექსპერიმენტული ვიდეო კლიპი და რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ერთ-ერთი იყო სიმღერა „სიყვარული მოვიდა“ (რუს. Любовь настала; ტექსტის ავტორი: რობერტ როჟდესტვენსკი და მუსიკის ავტორი: რეიმონდ პოლსი)

ცოტა ხნის შემდეგ დუეტმა სახელი შეიცვალა და გახდა The Hardkiss. მათ ასევე დაიწყეს ტექსტის ინგლისურ ენაზე შექმნაც და ხმები მეტად დაიბოხეს.[3] 2011 წლის შემოდგომაზე მათ რამდენიმე ახალი სიმღერა გამოუშვეს და სადებიუტო ვიდეო კლიპი Babylon ჩაწერეს. ამავე წლის მიწურულს The Hardkiss-მა ახალი ვიდეო კლიპი, Dance with me გამოუშვა, რომელიც წამყვან მუსიკალურ არხებზეც კი მოხვდა.

2012 წლის თებერვალში ჯგუფის წევრებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს ლეიბლ Sony BMG-სთან. ამის შემდეგ ბენდის პოპულარობა თანდათან გაიზარდა და მათ მოიპოვეს არაერთი ჯილდო როგორც უკრაინაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 2014 წელს სანინამ დაიწყო ვიდეოების გადაღება და YouTube-ს პლატფორმაზე განთავსება, სადაც საზოგადოებას აჩვენებდა მის და ბენდის წევრების ცხოვრების სტილს.[5][6] 2016 წელს სანინა გახდა უკრაინული The X Factor-ის ჟიურის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი.[7]

2011 წელს იულია ჰოლოვანი დაქორწინდა ვალერი „ვალ“ ბებკოზე, რომელიც როკ ბენდის, The Hardkiss-ის მთავარი გიტარისტი და პროდიუსერია. ისინი ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ, როდესაც იულიამ ინტერვიუ ჩამოართვა ვალერის, მაშინდელი ბენდის, MTV Ukraine-ის პროდიუსერს.[8] წყვილი ურთიერთობის შესახებ ხუთი წლის განმავლობაში მალავდა და ამბის გასაჯაროვებიდან ორი წლის შემდეგ, 2011 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწილი უკრაინული ტრადიცული წეს ჩვეულებების დაცვით მოეწყო.[3] წყვილის პირველი შვილი, დანილო 2015 წლის 21 ნოემბერს დაიბადა.[9]

იულია სანინა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მის ტანისამოსსა და კოსტუმებს. სტილისტები, როგორებიც არიან სლავა ცჩაიკა და ვიტალი დაციუკი The Hardkiss-ის ყველა წევრისთვის ჰქმნიან კოსტუმებს. ბენდი ასევე თანამშრომლობს ახალგაზრდა დიზაინერებთან (ივანოვა, ბეხი, ნადია ძიაკი, ანუკი, ბიჭოლა და ა. შ.).[10] სანინა ხშირად ირგებს ალექსანდრ მაკ-ქუინის, ვივიენ ვესტვუდისა და გარეტ პაგის მიერ შექმნილ ტანისამოსს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იულია უპირატესობას ანიჭებს Diesel-ს, H&M-სა და Topshop-ს.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ЮЛІЯ САНІНА Ukrainian. TheUkrainians (2016-12-19). ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  2. Юлия Санина (The Hardkiss) стала магистром филологии Russian. joinfo.ua (2013-07-01). ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  3. 3.0 3.1 3.2 Ирина Татаренко. (2014-06-22) Солисты The Hardkiss Юлия Санина и Валерий Бебко впервые рассказали о своей свадьбе: интервью Viva! Russian. Viva!. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  4. День народження Юлії Саніної: кращі пісні The Hardkiss Ukrainian. znaj.ua. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  5. Солістка гурту The Hardkiss запустила власний відеоблог Ukrainian. www.aif.ua (2014-12-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-25. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  6. The HARDKISS – Guten Morgen – 18.03.2014. YouTube. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  7. Идея для новогодней вечеринки: 8 образов Юлии Саниной Russian. ვოგი უკრაინა (2016-12-27). ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  8. Yulia Sanina: Strong, authentic voice of The Hardkiss wins fans, shakes up music scene English. Kyiv Post (2016-12-01). ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  9. Габрук Майя. (2016-04-16) Учасниця гурту "THE HARDKISS" Юлія Саніна хрестила сина (фото) Ukrainian. Glamurchik. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  10. Интервью : Юлия Санина и группа The Hardkiss Russian. look.tm (2012-09-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-05. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
  11. Интервью с Юлией Саниной на Russian. bit.ua (2013-01-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2019-03-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_სანინა“-დან