ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი | |
---|---|
გახსნა | ივლისის მეორე ნახევარი |
მდებარეობა | ოდესა, უკრაინა |
დაარსდა | 2010 |
ენა | უკრაინული, რუსული, ინგლისური |
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი (უკრ: Оде́ський міжнаро́дний кінофестива́ль) ― ყოველწლიური კინოფესტივალი, ტარდება ოდესაში, უკრაინაში, ივლისის მეორე ნახევარში. ფესტივალი პირველად 2010 წლის 16-24 ივლისს ჩატარდა.[1]
2016 წლიდან ფესტივალის პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: საერთაშორისო შეჯიბრი, ეროვნული შეჯიბრი და ევროპული დოკუმენტური კონკურსი. ეროვნული შეჯიბრი ორ, მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ნაწილებად იყოფა.
ფესტივალის პრეზიდენტია ვიქტორია ტიგიპკო.[2][3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდესის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი 2010 წლის 16-24 ივლისს გაიმართა. ფესტივალზე 16 ფილმის 50-ზე მეტი ფილმი აჩვენეს.[4] მთავარ ღონისძიებას თეატრმა „Родина“ უმასპინძლა. თეატრში ყველა საკონკურსო ფილმის ჩვენება გაიმართა და სპეციალურ საფესტივალო ღონისძიებებსაც უმასპინძლა. კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ოდესის ოპერისა და ბლაეტის თეატრში გაიმართა.[5] 2012 წლიდან მთავარი ღონისძიებები ოდესის მუსიკალური კომედიის თეატრში იმართება, საფესტივალო სასახლეში იმართება.
პირველ წელს 40 ათასი მაყურებელი, მომდევნო წელს კი 70 ათასი მაყურებელი და 5 ათასი სტუმარი დაესწრო.[6][7]
ფესტივალი მოიცავს სპეციალურ პროგრამას „საზაფხულო კინოსკოლა“.[8]
ფესტივალს საერთაშორისო ჟიური ჰყავს, რომელიც საერთაშორისო საკონკურსო პროგრამას აფასებს და საუკეთეს ფილმს, საუკეთესო რეჟისორსა და საუკეთესო მსახიობს ავლენს. 2012 წლიდან ფესტივალს კიდევ ერთი საკონკურსო პროგრამა დაემატა: უკრაინის ეროვნული კონკურსი, რომელშიც საუკეთესო უკრაინულ ფილმს ავლენენ.2016 წლიდან ევროპული დოკუმენტური კინოკონკურსის ჟიური საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ირჩევს.
2011 წელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალმა დახურვის ცერემონიაზე ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის აღიარება მოიპოვა.[9]
ოდესის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალი 2012 წლის 13-21 ივლისს გაიმართა, ხოლო მეოთხე კინოფესტივალი 2013 წლის 12-20 ივლისს.[10] მესამე კინოფესტივალზე საუკეთესო უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო დაემატა.[11] იმავე წელს ფესტივალზე სერგეი ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.[12]
ოდესის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი 2014 წლის 11-19 ივლისს გაიმართა.[2] უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი რუსეთში ტერორისტული მოქმედებების ბრალდებით დააპატიმრეს.[2]
ოდესის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალი 2015 წლის 10-18 ივლისს გაიმართა. უკრაინელმა კინომწარმოებელმა, მიროსლავ სლაბოშპიცკიმ მთელი ცხოვრების მიღწევებისთვის დარენ არონოვსკის „ოქროს ჰერცოგი“ გადასცა.
ოდესის მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 15-23 ივლისს გაიმართა. მთელი ცხოვრების მიღწევისთვის „ოქროს ჰერცოგი“ ქრისტოფერ ჰემპტონს გადაეცა.
ოდესის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი 2017 წლის 14-22 ივლისს გაიმართა. მთელი ცხოვრების მიღწევისთვის „ოქროს ჰერცოგი“ იზაბელ იუპერსა და აგნეშკა ჰოლანდს გადაეცა.
ოდესის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 13-21 ივლისს გაიმართა. მთელი ცხოვრების მიღწევისთვის „ოქროს ჰერცოგი“ ადა როგოვცევასა და ჟაკლინ ბისეტს გადაეცა.
ოდესის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 12-20 ივლისს გაიმართა. ფესტივალის მთავარი ჯილდო პირველად ორმა ფილმმა მოიგო: ნარიმან ალიევის ფილმმა „სახლი“ და ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“.
ოდესის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაიმართა. ეროვნული კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო უკრაინულ მოკლემეტრაჟიან ფილმად მათეუ გრიმარის ფილმი „ნახვამდის, გოლოვინ“ დაასახელა. ეროვნული კონკურსის საუკეთესო მსახიობი ქალი მარია ხომუტოვა გახდა. საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ადრიან პირვუსა და ოლენა მასიომას ფილმმა „ყველაფერი კარგად არ იქნება“ მიიღო.
ფესტივალის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკონკურსო პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალი სამ საკონკურსო პროგრამას მოიცავს: სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო პროგრამას, ეროვნულ საკონკურსო პროგრამასა და ევროპული დოკუმენტური ფილმების კონკურსს.[13]
ჟიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებს, რომელიც კინოსა და კულტურის მოღვაწეების, ცნობილი რეჟისორების, მსახიობების, კინოკრიტიკოსების, კინოპროდიუსერებისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ფესტივალის მენეჯმენტით განისაზღვრება.[13]
2016 წლიდან ფესტივალი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის, ეროვნული საკონკურსო პროგრამის ჟიურის, ევროპული დოკუმენტური კინოს ჟიურისა და საერთაშორისკო კინოს პრესის ფედერაციის ჟიურის მოიცავს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოა გრანპრი, „ოქროს ჰერცოგი“ და ფულადი ჯილდო 10 000 ევროს ოდენობით, რომელიც აუდიტორიის ხმის მიცემის შედეგად გამარჯვებულ კინორეჟისორს გადაეცემა.[13] 2019 წლიდან აუდიტორიის ჯილდო ეროვნულ საკონკურსო პროგრამაშიც გამოჩნდა.
საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში ავლენს (მაგრამ კიდევ 2 სპეციალური ჯილდოს გაცემის უფლება აქვს):
- საუკეთესო ფილმი (5 000 ევრო და „ოქროს ჰერცოგი“)
- საუკეთესო რეჟისორი (3 000 ევრო და „ოქროს ჰერცოგი“)
- საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარი (2 000 ევრო და „ოქროს ჰერცოგი“)
ეროვნული კონკურსის ჟიური გამარჯვებულებს 4 კატეგორიაში ავლენს (მაგრამ ეროვნულ ჟიურის 2 სპეციალური დიპლომის გაცემის უფლებაც აქვს):
- საუკეთესო უკრაინული სრულმეტრაჟიანი ფილმი (100 000 უკრაინული გრივნა და „ოქროს ჰერცოგი“)
- საუკეთესო უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმი (50 000 უკრაინული გრივნა და „ოქროს ჰერცოგი“)
- საუკეთესო უკრაინელი რეჟისორი (60 000 უკრაინული გრივნა და „ოქროს ჰერცოგი“)
- საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარი ეროვნულ კონკურსში (50 000 უკრაინული გრივნა და „ოქროს ჰერცოგი“)
2016 წლიდან ფესტივალი ევროპული დოკუმენტური კინოს კონკურსს მასპინძლობს, რომლის გმაარჯვებულიც „ოქროს ჰერცოგსა“ და 2 000 ევროს იღებს.[14]
საზაფხულო კინოსკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„საზაფხულო კინოსკოლის“ პროგრამა კინოსკოლების სტუდენტებისა და კინოხელოვანთათვის დაარსდა. საზაფხულო კინოსკოლის მონაწილეთათვის მასტერკლასები იმართება. ლექციებსა და განხილვებს მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალები, ფესტივალის სტუმრები უძღვებიან. საღამოობით თეატრებში საფესტივალო პროგრამის ფილმების ჩვენება იმართება. გვიან ღამით საზაფხულო კინოსკოლის წევრები სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ოდესის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე მასტერკლასები ჰოლივუდის მსახიობებმა: ჯონ მაკოვიჩმა და რუთგერ ჰაუერმა,[15] რეჟისორებმა: კშიშტოფ ზანუსიმ, ოთარ იოსელიანმა, ვადიმ პერელმანმა, კირა მურატოვამ, დარენ არონოფსკიმ, ქრიტიან პეცოლდმა, ჯოს სტელინგმა და ალექსანდრე მიტამ,[16] მსახიობმა ეჟი შტურმა;[17] კინომცოდნე ნაუმ კლეიმანმა და სხვ. გამართეს.[18]
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2010: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო ფილმისთვის — „16 წლამდელთათვის“, რეჟ: ანდრეი კავუნი, რუსეთი.[19]
- 2011: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო ფილმისთვის — „ტომბოი“, რეჟ: სელინ სიამა, საფრანგეთი.[20][21]
- 2012: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო ფილმისთვის — „გატეხილი“, რეჟ: რუფუს ნორისი, დიდი ბრიტანეთი.[22][23]
- „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის — „გამარჯვებულები ორღობეებიდან“, რეჟ: ახტემ სეიტაბლაევი, უკრაინა.[24]
- 2013: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო ფილმისთვის — „გეოგრაფმა გლობუსი დალია“, რეჟ: ალექსანდრე ველედინსკი, რუსეთი.[25]
- „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის — ფარაჯანოვი, რეჟ: ელენა ფეტისოვა და სერჟ ავედიკიანი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, საფრანგეთი.[26]
- 2014: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო ფილმისთვის — „ნულოვანი მოტივაცია“, რეჟ: ტალია ლავი, ისრაელი.[27] ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის — „შემთხვევითი პაემნები“, რეჟ: ლევან კოღუაშვილი, საქართველო.
- „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის — „დაბნელება“, რეჟ: ვალენტინ ვასიანოვიჩი, უკრაინა.[28]
- 2015: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ — „მუსტანგი“, რეჟ: დენის გამზე ერგიუვენი, თურქეთი, საფრანგეთი, კატარი, გერმანია.[29]
- „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის — „სიმღერის სიმღერა“, ევა ნეიმანი, უკრაინა.[30]
- 2016: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ — „დაწვი, დაწვი, დაწვი“, რეჟ: ჩანია ბატონი, დიდი ბრიტანეთი. ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის — „უცხოები“, რეჟ: ადრიანუ სიტარუ, რუმინეთი.
- „ოქროს ჰერცოგი“ საუკეთესო უკრაინული ფილმისთვის — „გვრიტების ბუდე“, რეჟ: ტარას ტკაჩენკო, უკრაინა.[31]
- 2017: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ — „ბელიელთა მეფე“, რეჟ: პიტერ ბროსენსი, ჯესიკა უოდუორთი, ბელგია, ნიდერლანდები, ბულგარეთი.[32] ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის — „ზაფხული 1993“, რეჟ: კარლა სიმონი, ესპანეთი.
- 2018: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“ — „ბროლის გედი“, რეჟ: დარია ჟუკი, ბელარუსი, გერმანია, აშშ, რუსეთი; ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის — „მოწყალება“, რეჟ: ბაბის მაკრიდისი, საბერძნეთი, პოლონეთი.
- 2019: ფესტივალის გრანპრი — „ოქროს ჰერცოგი“საუკეთესო ფილმისთვის — „სახლი“, რეჟ: ნარიმან ალიევი, უკრაინა; „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რეჟ: ლევან აკინი, საქართველო.[33]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Odesa International Film Festival at Facebook
- Odesa International Film Festival’s Channel at YouTube
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ cinemawithoutborders.com დაარქივებული 3 October 2011 საიტზე Wayback Machine. , 15 June 2010
- ↑ 2.0 2.1 2.2 For Ukrainian director Oleg Sentsov, a battle with no end in sight, Los Angeles Times (16 July 2014)
- ↑ Odessa film festival underway, „Euronews“ დაარქივებული 2011-11-19 საიტზე Wayback Machine. 19 July 2011
- ↑ Первый Одесский международный кинофестиваль открывается на Украине РИА-Новости от 16 июля 2010
- ↑ An international humor film festival launched in Odessa, News in Ukraine დაარქივებული 30 March 2012 საიტზე Wayback Machine. , 16 July 2010
- ↑ Second edition of Odessa IFF builds bridges to Europe, „FilmNewEurope.com“ დაარქივებული 2 October 2011 საიტზე Wayback Machine. 25 July 2011
- ↑ Одесский кинофестиваль расширяется „Proficinema“ от 23 июля 2011
- ↑ Summer Film School official site დაარქივებული 30 March 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Odesa Film Festival is recognized in Hollywood, „News in Ukraine“ დაარქივებული 30 August 2011 საიტზე Wayback Machine. 4 August 2011
- ↑ Новости ОМКФ-2013 „Глобус Одессы“ დაარქივებული 2012-11-13 საიტზე Wayback Machine. от 4 октября 2012
- ↑ Одесский кинофестиваль учреждает новый приз для украинского кино. Информация с официального сайта დაარქივებული 2012-11-28 საიტზე Wayback Machine. от 8 ноября 2012
- ↑ Одесский кинофестиваль покажет ретроспективу фильмов Сергей Параджанова „Натали“ დაარქივებული 2012-10-28 საიტზე Wayback Machine. от 25 октября 2012
- ↑ 13.0 13.1 13.2 Регламент дев'ятого Одеського Міжнародного Кінофестивалю (2018-07-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-22. ციტირების თარიღი: 2021-03-03
- ↑ UK Програма та журі конкурсу європейських документальних фільмів ОМКФ-2016 06 2016 | Новини uk. ციტირების თარიღი: 2021-03-03
- ↑ U.S. actor and director John Malkovich and Odesa International Film Festival President Victoria Tigipko pose for a photo during their meeting in Odessa (Ukraine), „Yahoo.news“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. 14 July 2011
- ↑ Jos Stelling head of Jury at the First Odessa International Film Festival, Jos Stelling’s official site დაარქივებული 22 February 2013 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ↑ Jerzy Stuhr heads Odesa Film Festival jury, „Screen Daily“, 4 May 2011
- ↑ Today in the Odesa International Film Festival opens, „Ukraine-news“ დაარქივებული 30 March 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Winners of the First Odesa International Film Festival OIFF official site დაარქივებული 30 March 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „Tomboy“ Wins Odesa International Film Festival Main Prize, „The Hollywood Reporter“ 23 July 2011
- ↑ Лучшим фильмом Одесского кинофестиваля стала французская лента „Девчонка-сорванец“ „Интерфакс-Украина“[მკვდარი ბმული] от 23 июля 2011
- ↑ Winners of Odessa International Film Festival 2012 დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Назван обладатель Гран-при Одесского кинофестиваля „Корреспондент.net“ от 21 июля 2012
- ↑ Жюри Одесского кинофестиваля объявило первых победителей „Корреспондент.net“ от 21 июля 2012
- ↑ Winners of Odessa International Film Festival 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 12 October 2015
- ↑ Гран-при Одесского кинофестиваля получил российский фильм «Географ глобус пропил». Интерфакс-Украина (2013-07-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-29. ციტირების თარიღი: 2013-07-17.
- ↑ Ukraine’s Odesa International Film Festival Unveils Lineup
- ↑ Итоги Одесского международного кинофестиваля. o1.ua (20 июля 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
- ↑ Winners of Odesa International Film Festival 2015 დაარქივებული 22 November 2015 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Объявлены главные победители ОМКФ: как прошла церемония закрытия. vgorode.ua (19 июля 2015). ციტირების თარიღი: 2015-07-20.
- ↑ Гран-при ОМКФ-2016 получил Чании Баттон за фильм "Кто горит, горит, горит….". Интерфакс-Украина (24 июля 2016). ციტირების თარიღი: 2016-08-28.
- ↑ Winners of Odesa International Film Festival 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-03. ციტირების თარიღი: 2021-03-03.
- ↑ Petrasiuk, Oleg; Istomina, Toma. 10th Odesa International Film Festival celebrates cinematography, announces winners. ციტირების თარიღი: 23 July 2019