იუდით ვარგა
იუდით ვარგა უნგრ. Varga Judit | |
უნგრეთის იუსტიციის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 ივლისი 2019 |
პრემიერ-მინისტრი | ვიქტორ ორბანი |
წინამორბედი | ლასლო ტროჩანი |
დაბადებული | 10 სექტემბერი 1980 (41 წლის) მიშკოლცი, უნგრეთი |
პოლიტიკური პარტია | ფიდესი — უნგრეთის სამოქალაქო კავშირი. |
მეუღლე | პიტერ მაგიარი |
შვილები | 3 |
განათლება | მიშკოლცის უნივერსიტეტი |
იუდით ვარგა (უნგრ. Varga Judit; დ. 10 სექტემბერი, 1980, მიშკოლცი, უნგრეთი) — უნგრელი იურისტი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. წევრია პარტიისა ფიდესი — უნგრეთის სამოქალაქო კავშირი. უნგრეთის მოქმედი იუსტიციის მინისტრი 2019 წლის 12 ივლისიდან. უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უნგრეთის პრემიერის ოფისში ევროკავშირის საკითხებში 2018-2019 წლებში. [1][2][3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუდით ვარგა დაიბადა 1980 წლის 10 სექტემბერს ქალაქ მიშკოლცში (უნგრეთი).
1993-1999 წლებში სწავლობდა მიშკოლცში ავასის გიმნაზიაში. 1999-2004 წლებში 2002-2004 წლებში სწავლობდა მიშკოლცის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. გახლდათ რესპუბლიკური სტიპენდიატი.
იუდით ვარგამ 2003 წელს მიიღო Erasmus -ის ეკონომიკის და ეკოლოგიის უმაღლესი სკოლის ნიურტინგენ-ჰაისლინგენის სტუდენტური ინიციატივის სტიპენდია.
მომავალი პოლიტიკოსი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. იგი 2001-2004 წლებში გახლდათ უნივერსიტეტის მეორე დივიზიონის კალათბურთის გუნდის (NB I.B) კაპიტანი. 2004 წელს მან წარჩინებით დაამთავრა მიშკოლცის უნივერსიტეტი (Summa cum laude). იუდითი ასევე გატაცებული იყო მუსიკით 2005-2009 წლებში გახლდათ ბუდაპეშტის უნივერსიტეტის საკონცერტო ჯგუფის წევრი.
2009 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდა ადვოკატის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე იუდითმა სტაჟირება გაიარა იურიდიულ ფირმა Freshfields Bruckhaus Deringer-ში ბუდაპეშტში, 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აგვისტომდე —ფირმა Hogan & Hartson-ში ბუდაპეშტში, 2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე სტაჟირებას გადიოდა ბუდაპეშტის რეგიონალურ სასამართლოში, ცენტრალურ სასამართლოში და პეშტის რაიონულისასამართლოში.
2009 წლის აგვისტოდან იუდით ვარგა მუშაობდა ევროპარლამენტის დეპუტატის პოლიტიკურ მრჩევლად: იანოშ ადერის ოფისში, სანამ ეს უკანასკნელი 2012 წლის მაისში არ აირჩიეს უნგრეთის პრეზიდენტად. შემდეგ მუშაობდა ერიკ ბანკის ოფისში 2014 წლის მაისამდე, ხოლო შემდეგ — დიერდია ჰელვენის ოფისში.[4][5]
2018 წლის 22 მაისს მან პრემიერ-მინისტრის აპარატში მიიღო სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ევროკავშირის საკითხებში. 2019 წლის 11 ივლისს, პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინადადებით, პრეზიდენტმა იანოშ ადერმა იუდით ვარგა დანიშნა ორბანის მეოთხე მთავრობის იუსტიციის მინისტრად, მან შეცვალა ლასლო ტროჩანი. ევროკავშირის საქმეები კვლავ მის კომპეტენციაში შედის. მისი ეგიდით შეიქმნა ციფრული თავისუფლების სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობა. იგი ასევე განიხილავს უნგრეთის სამართლებრივი კონკურენტუნარიანობის გაზრდას, როგორც შემდგომ პრიორიტეტს. დანიშვნის შემდეგ მან რამდენიმე განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანია გააძლიეროს ოჯახებისა და ბავშვების დაცვის სამართლებრივი სისტემა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ამის განსავითარებლად მან შექმნა სამუშაო ჯგუფების სერია კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად. იგი აგრეთვე გახლავთ კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საგანგებო სიტუაციების მარეგულირებელი ჯგუფის წევრი.[6][7][8]
იუდით ვარგა ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.
გატაცება მუსიკით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუდით ვარგა უკრავს ვიოლინოზე. იგი საჯაროდ ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს. მის ჩანაწერებს შორის აღსანიშნავია უნგრელი კომპოზიტორის რეჯიო შერეშის „პირქუში კვირა"( Bloomy Sunday).[9]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუდით ვარგა დაოჯახებულია. მისი მეუღლე გახლავთ პიტერ მაგიარი (Magyar Péter). წყვილს სამი შვილი ჰყავს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Curriculum Vitae" (PDF). Europass CV. Retrieved 27 February 2021.
- ↑ "PM Orbán wishes "striker" Justice Minister luck in her new role"[მკვდარი ბმული]. About Hungary. 12 July 2019. Retrieved 27 February 2021.
- ↑ https://www.kormany.hu/hu/miniszterelnokseg/europai-unios-fejlesztesekert-felelos-allamtitkar/az-allamtitkar
- ↑ Varga Judit megcsillantotta egy eddig rejtett tehetségét – videó[მკვდარი ბმული] (უნგრ). Infostart.hu (26 апреля 2020). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2021.
- ↑ The Minister . Government (2020). ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2020. დაარქივებულია 2 აპრილი 2020 წ.
- ↑ Varga Juditot jelölték az igazságügyi tárca élére. miszk.hu. (Hozzáférés: 2020. május 13.) (უნგრ.)
- ↑ Kft, Wolters Kluwer: Varga Judit: megalakult a Digitális Szabadság Munkacsoport (magyar nyelven). Jogászvilág, 2020. március 3. (Hozzáférés: 2020. május 13.) (უნგრ.)
- ↑ Judit, Varga: Varga Judit: Higgadtságra és határozottságra van szükség![მკვდარი ბმული] | Mandiner (magyar nyelven). mandiner.hu. (Hozzáférés: 2020. május 13.) (უნგრ.)
- ↑ Varga Judit: Völner Pál adhat engedélyt lehallgatásokra 24.hu, 2021. július 21.(უნგრ.)