შინაარსზე გადასვლა

ირა კურტანიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირა კურტანიძე (დ. 25 თებერვალი, 1939, დიდი ჩხირაული) — ქართველი რედაქტორი, ჟურნალისტი.

1944 წელს საცხოვრებლად გადავიდა ახალციხის რაიონ სოფელ ანში. 1953 წელს დაამთავრა სოფელ ანის რვა წლიანი სკოლა, ხოლო 1956 წელს სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სტენოგრაფიული ტექნიკუმი. 1959 წელს მუშაობდა საქართველოს კპ ადიგენის რაიკომში მდივნად-მემანქანედ. 1960 წელს გადავიდა კპ ახალციხის რაიკომში მბეჭდავ-მემანქანედ.ამავე პერიოდში დაამთავრა ნილოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1971-1973 წლებში ირა კურტანიძე მუშაობდა ახალციხის სახალხო განათლების განყოფილებაში ტექნიკურ საშუალებათა მეთოდისტად, 1863-1978 წლებში კი საქართველოს კპ ახალციხის რაიკომში კადრების სტატისტიკოსად. 1978-1982 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიკომში საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად. 1982-1991 წლებში იყო ახალციხის რაიონულ კულტურის განტოფილების გამგე. 1991-1994 წლებში იყო ახალციხის რაიონის კინოფიკაციის დირექტორი. 1994-1998 წლებში მუშაობდა სამცხე ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნების მრჩევლად. 1998 წლიდან მუშაობდა ახალციხის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, ხოლო 2002 წლიდან იყო ახალციხის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი.ირა კურტანიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვსსფეციალური განათლება მედდის სპეციალობით, ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული პოლიტიკური განათლების უნივერსიტეტი.

ამასთანავე, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგ-სემინარები და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიპიკატები: სამოქალაქო განათლების, მართვის, ბიზნეს განხრით და ა.შ. მრავალჯერ იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე. თავმჯდომარე და საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი. წლების განმავლობაში ასევე მრავალჯერ იყო არჩეული რაიონული საბჭოს დეპუტატად, რაიონის გამგეობისწევრად, ქალთა საბჭოს წევრად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რა კურტანიძეს კულტურის დარგში გაწეული მუშაობისთვის მიღებული აქვს ლაურეატის წოდებები და მადლობები. ირა კურტანიძის მრავალმხრივ მოღვაწეობაში ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ახალციხის კულტურის განტოფილების გამგედ მუშაობის პერიოდი. აღნიშნულ თანამდებობაზე თითქმის ერთი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა. 1981 წლის დეკემბრიდან 1991 წლის აპრილამდე. მიუხედავადიმისა, რომ მის ცხოვრებაშიც და კულტურის განყოფილების ისტორიაშიც ეს წლები წარმატებული იყო. უნდა ითქვას რომ აღნიშნულ მდგომარეობით ახალციხის რაიონში კულტურის დარგი ჩამორცენილად არ ითვლებოდა, მაგრამ ირა კურტანიძის გამგედ მუშაობის პერიოდი ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. კერძოდ, იმ პერიოდში დაწესდა სახალხო დღესასწაული „საფარობა“, აღდგენილ იქნა და ფუნქციონირება დაიწყო ეკლესია-მონასტერმა „საფარა“ და „წმინდა მარინეს“ სახელობის ეკლესიამ, გაიხსნა თოჯინების სახელმწიფო თეატრი, დაფუძვნდა სამხატვრო სკოლა, თორმეტი სასოფლო კლუბი გადაკეთდა კულტურის სახლად.

პირველი ღონისძიება რომელიც ირა კურტანიძემ განყოფილებაში მომამზადა იყო პოეტ ქალთან - ანა კალანდაძესთან შეხვედრა 1982 წლის 28 მარტს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია კულტურის ხაზით. 1984 წლის 22 თებერვალსახალციხეში გაიხსნა ხალხთა მეგობრობის მუზეუმი „მარდის“ ეკლესიაში. ახალციხის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანიიყო 1985 წლის 18-23 სექტემბერი. ამ დროს ახალციხეში ჩატარდა საესტრადო კოლექტივების და შემსრულებელთა ახალი საკონცერტო პროგრამების პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსი, სადაც თორმეტი საესტრადო ანსამბლი ღებულობდა მონაწილეობას. ირა კურტანიძეს კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში მიღწეული წარმატების საფუძველზე.

• კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი დაჯილდოვებულია დიპლომით ფრიადოსნის სამკერდე ნიშნით.

  • ყრუაშვილი ნ., განათლებისა და კულტურის კერები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2019, გვ. 104-105
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ირა_კურტანიძე“-დან