იოზეფ ალბერსი
იოზეფ ალბერსი | |
---|---|
დაიბადა | 19 მარტი, 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | ბოტროპი[4] [17] [18] |
გარდაიცვალა | 25 მარტი, 1976[1] [2] [3] [4] [5] [6] [9] [10] [14] [16] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-ჰეივენი[19] [4] [17] |
ჟანრი | აბსტრაქციონიზმი[20] |
იოზეფ ალბერსი (გერმ. Josef Albers; დ. 19 მარტი, 1888 — გ. 26 მარტი, 1976) — გერმანელ-ამერიკელი მხატვარი, მათემატიკოსი, მასწავლებელი, რომლის ნამუშევრებმა და მეთოდებმა ევროპასა და აშშ-ში ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყოვლისმომცველი სწავლების პროგრამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ბოტროპში, ვესტფალია (გერმანია). სწავლობდა ბერლინში, ესენში და მიუნხენში, სანამ 1920 წელს ვაიმარში პრესტიჟულ ბაუჰაუზში შევიდოდა. 1922 წელს დაიწყო დიზაინის ფაკულტეტზე დამწყებთა კურსის სწავლება, ხოლო 1925 წელს პროფესორად დააწინაურეს, ამავე წელს ბაუჰაუზი დასაუში გადავიდა.
1933 წელს ნაცისტების ზეწოლით ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ ალბერსი აშშ-ში გადადის და ჩრდ. კაროლინაში ბლეკ მაუნტენ კოლეჯში იწყებს მასწავლებლობას, სადაც ის ხატვის პროგრამას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე. აქ მის სტუდენტთა შორის იყვნენ რობერტ რაუშენბერგი, რობერტ მოზერუელი, რეი ჯონსონი და სუზან ვეილი. 1950 წელს ალბერსი იელის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ხდება 1958 წელს პენსიაზე გასვლამდე.
1963 წელს ალბერსმა გამოაქვეყნა „ფერთა ურთიერთქმედება“ (Interaction of Color), სადაც წარმოადგინა თეორია, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ფერებს მართავდა შინაგანი და თვალისამხვევი (deceptive) ლოგიკა. ალბერსი აგრძელებდა ხატვას და წერას ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, გარდაცვალებამდე (1976).
მიუხედავად იმისარ, რომ ალბერსი დიზაინერი, ფოტოგრაფი, ტიპოგრაფი და პოეტიც იყო, ყველაზე მეტად ის ცნობილია მისი აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრებით და თეორიებით. მის ნამუშევართა შორის ყველაზე განთქმულია სერია „კვადრატის პატივსაცემად“, რომელშიც ასობით ნახატი და ლითოგრაფიაა შესული. ამ სერიაში, რომელიც მან 1949 წელს დაიწყო, ალბერსი იკვლევდა თაბახზე კონცენტრირებულად განლაგებულ ბრტყელ ფერად კვადრატთან ქრომატულ ზემოქმედებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იოზეფ ალბერსი“ ვიკისაწყობში.
- Josef-Albers-Museum Quadrat, Bottrop დაარქივებული 2016-01-14 საიტზე Wayback Machine.
- The Josef & Anni Albers Foundation, USA
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Josef Albers
- ↑ 3.0 3.1 Josef Albers — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ compArt database Digital Art — 2010.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Czech National Authority Database
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 16.0 16.1 Munzinger Personen
- ↑ 17.0 17.1 RKDartists
- ↑ ZKM Center for Art and Media Karlsruhe — 1997.
- ↑ Bucksteeg J. Dichter, Künstler, Generäle... Bottrops Straßen und woran ihre Namen erinnern — 2020. — S. 44.
- ↑ Smithsonian American Art Museum person/institution ID