ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი
ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
39°49′33″ ჩ. გ. 86°11′07″ დ. გ. / 39.8259000° ჩ. გ. 86.1855000° დ. გ. | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ინდიანაპოლისი |
ოფიციალური საიტი | https://discovernewfields.org/ |
ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი - ენციკლოპედიური ხელოვნების მუზეუმი. განთავსებულია ნიუსფილდსში, 152 აკრის კამპუსში, რომელიც მოიცავს ლილის სახლს, ნიუსფილდსის ბაღები, ლუდის ბაღი და სხვ. მუზეუმი მდებარეობს ჩრდილოეთ მიჩიგანის გზისა და 38-ე ქუჩის კუთხეში, ინდიანაპოლისის საქმიანი ცენტრიდნა 3 კმ-ით ჩრდილოეთით, ქროუნ-ჰილის სასაფლაოდან ჩრდილო-დასავლეთით. მუზეუმში გამოფენები, კლასები და ღონისძიებები იმართება, რომლებიც სეზონურად იცვლება. თავდაპირველად მთლიან კამპუსს ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი ეწოდებოდა, მაგრამ 2017 წელს კამპუსსა და ორგანიზაციას „ნიუსფილდსი“ ეწოდა. ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი ამჟამად ხელოვნების მუზეუმის მთავარ შენობას აღნიშნავს, რომელიც კამპუსის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი მეცხრე უძველესი[1] და მერვე უდიდესი ენციკლოპედიური ხელოვნების მუზეუმია ამერიკის შეერთებულ შტატებში.[2] მუდმივი კოლექცია 54 000 ნამუშევარს მოიცავს, მათ შორის, აფრიკულ, ამერიკულ, აზიურ და ევროპულ ნამუშევრებს. კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს: ნეოიმპრესიონისტთა ნახატები, ედოს პერიოდის იაპონური ნახატები, ჩინური კერამიკისა და ბრინჯაოს ნაკეთობები, პოლ გოგენისა და პონტ-ავენის სკოლის ნახატები, ესკიზები და ქანდაკებები, უილიამ ტერნერის ნამუშევრები და თანამედროვე ხელოვნების მზარდი კოლექცია.[3][4] მუზეუმის კოლექციაში შედის ტექსტილისა და მოდის ხელოვნების ნიმუშებიც.[5]
მუზეუმი 1883 წელს დაარსდა როგორც ინდიანაპოლისის ხელოვნების ასოციაცია. პირველი მუდმივი მუზეუმი 1906 წელს გაიხსნა, როგორც ჯონ ჰერონის ხელოვნების ინსტიტუტის ნაწილი. 1969 წელს ინდიანაპოლისის ხელოვნების საზოგადოებას სახელი შეეცვალა და ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი ეწოდა, 1970 წელს კი მუზეუმი დღევანდელ ადგილას გადავიდა.[6]
მუზეუმი ფართოდაა ცნობილი ინოვაციური ტექნოლოგიებით, ინსტიტუტციური გამჭვირვალობითა და მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობით.[7][8][9]>[10][11][12] 2008 წელს ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის მიღებული ღონისძიებებისა და ინციატივების გამო სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი გახდა, რომელსაც აშშ-ის გარემოს დაცვის საგენტოს პროგრამის, Energy Star-ის მონაწილე გახდა.[13] 2009 წელს ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმს სამუზეუმო და საბიბლიოთეკო მომსახურებისთვის ეროვნული მედალი გადაეცა, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამებისა და თავისუფალი დაშვებისთვის.[14] მუზეუმში უფასო დაშვების პოლიტიკა 2014 წელს დასრულდა, რათა მუზეუმს გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა შეენარჩუნებინა.[15]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი დაარსდა როგორც ინდიანაპოლისის ხელოვნების ასოციაცია. დამფუძნებელ ჯგუფს სუფრაჟისტი მერი რაიტ სევალი ხელმძღვანელობდა. 1883 წელს დაარსებული ორგანიზაცია ვიზუალური ხელოვნების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ხელოვნების დარგში განათლებსი ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.[6] ხელოვნების ასოციაციის პირველი გამოფენა 1883 წლის 7 ნოემბერს გაიმართა. მასში 137 ქვეყნის ხელოვანის 453 ნამუშევარი იყო გამოფენილი.[16] 1895 წელს ინდიანაპოლისელი მდიდარი მკვიდრი, ჯონ ჰერონი 1895 გარდაიცვალა, რომელმაც ანდერძით მისი სახელობის სკოლისა და სამხატვრო გალერეის დასაარსებლად დიდი თანხა დატოვა.[16] ჯონ ჰერონის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი 1902 წელს გაიხსნა მე-16 და პენსილვანიის ქუჩის კუთხეში. ინსტიტუტის არსებობის ადრეულ წლებში ხელოვნებისა და ხელოსნობის მოძრაობის აღმავლობასთან ერთად, პოპულარობით გამოყენებითი ხელოვნება სარგებლობდა. 1905 წელს ხელოვნების ინსტიტუტის პირველ დირექტორად უილიამ ჰენრი ფოქსი დაინიშნა. 1905-1920 წლებში, სანამ მე-16 ქუჩაზე ორი ახალი შენობა აიგებოდა, ფოქსი მუზეუმისა და სკოლის დირექტორი ერთროულად იყო.[6]
1930-იანი წლებიდან 1950-იან წლებამდე ჯონ ჰერონის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი კოლექციების ზრდაზე იყო ორიენტირებული. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი 1929-1965 წლებში მუზეუმის დირექტორის, უილბურ პიტის დროს შეიძინეს. პიტმა კავშირი დაამყარა ისეთ შემომწირველებთან, როგორებიც ჯორჯ ქლოუსი, ბუთ ტარკინგტონი და ელი ლილი იყვნენ. 1940-იან წლებში ხელოვნების საზოგადოების პრეზიდენტმა, კაროლინ მარმონ ფესლერმა მუზეუმს დიდი რაოდენობით ნამუშევრები გადასცა, მათ შორის XX საუკუნის მოდერნული ნამუშევრები, პოლ სეზანის, ვან გოგისა და ჟორჟ სერას პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრები.[6] მუზეუმისა და სკოლის გაფართოებისა და ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდეგ, 1966 წელს ელი ლილის შვილთაშვილებმა, ჯ.კ. ლილი III-მ და რუთ ლილიმ საზოგადოებას საკუთარი კერძო საკუთრება, ოლდფილდსი გადასცეს. ერთი წლის შემდეგ ინდიანაპოლისის ხელოვნების ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ სკოლა ინდიანას უნივერსიტეტის ინდიანაპოლისის კამპუსის შემადგენლობაში გადასულიყო. იმავე წელს ასოციაციამ მუზეუმის ოლდფილდსში გადატანა გადაწყვიტა. 1969 წელს, სანამ მუზეუმი ახალ ადგილას გადავიდოდა, ხელოვნების ასოციაციამ ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება და ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმი ეწოდა. 1970 წელს ახალი, კრანეტის პავილიონი საჯაროდ გაიხსნა.[6]
კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმის მუდმივი კოლექცია სხვადასხვა კულტურისა და ეპოქის 54 000-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.[17] კოლექციის შემადგენლობაშია: ევროპული ნახატები და ქანდაკებები; ამერიკული ნახატები და სკულპტურები; ესკიზები და ფოტოები; აზიური, აფრიკული, სამხრეთ წყნაროკეანური და ამერიკული ხელოვნების ნიმუშები; ანტიკური ხელოვნებისა და ხმელთაშუაზღვიური ხელოვნების ნიმუშები, ტექსტილის, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები.[18][19] მუზეუმში დაცულია ნეოიმპრესიონისტული ნახატებისა და ჩანახატების დიდი კოლექცია, რომელთა დიდი ნაწილი 1977 წელს მუზეუმს ადგილობრივმა ინდუსტრიალისტმა, ვ.ჯ. ჰოლიდეიმ შესწირა.[20][21] ნეოიმპრესიონისტულ კოლექციაში შესულია სემიუელ ჯოზეფოვიცის გოგენისა და პორტ-ავენის სკოლის ნამუშევრების კოლექცია, მათ შორის, ემილ ბერნარის ნამუშევრებიც.[22] ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმში დაცულია უილიამ ტერნერის ნახატების დიდი კოლექცია, მათ შორის, 1820 წელს შესრულები ნახატი როსლინის ციხესიმაგრე.[21]
მუზეუმის ევროპულ კოლექციაში გამოიყოფა 1800 წლამდე შესრულებული და 1800-1945 წლებში შესრულებული ნახატები, რომელთა შორისაა ხოსე დე რივერას არისტოტელე (1638) და პოლ გოგენის ფლაჟოლეტისტი კლდეზე.[22] რემბრანდტის ავტროპორტრეტი ქლოუს ფონდის კოლექციაშია დაცული, რომელიც ძველი ოსტატების ნამუშევრებისგან შედგება. ჟორჟ სერას გრავლინის არხი, რომელიც ნეოიმპრესიონისტული კოლექციის ნაწილია, ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც მუზეუმს 1940-იან წლებში კაროლინ მარმონ ფესლერმა გადასცა.[21] ფესლერმა მუზეუმს 1961 წელს XX საუკუნის მოდერნისტული ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც უანდერძა, მათ შორის, პაბლო პიკასოს, მარკ შაგალისა და ანრი მატისის ნამუშევრებიც.[23] ამერიკულ კოლექციაში ამერიკული იმპერიონიზმისა და მოდერნიზმის ნამუშევრებია შესული, მათ შორის: ედუარდ ჰოპერის სასტუმროს ვესტიბიული[24] და უინსლოუ ჰომერის ნავის მშენებლები.[25]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lee, Ellen W. (2005). Indianapolis Museum of Art: Highlights of the Collection. Indianapolis: Indianapolis Museum of Art. ISBN 978-0936260778.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Indianapolis Museum of Art Receives Nation's Highest Award for Community Service“. ArtDaily. October 9, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 4, 2021. ციტირების თარიღი: December 28, 2019.
- ↑ (2010) AAMD Statistical Survey 2010. New York: Association of Art Museum Directors.
- ↑ „Anna Grace Ritchie assisted museum with J.M.W. Turner art collection“. The Indianapolis Star. January 2, 2000.
- ↑ Interview: Linda Duke. IDEAS. Museum Identity. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 7, 2011. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
- ↑ Lloyd, Christopher (September 9, 2007). „A wider canvas; Savvy ads and new exhibits boost IMA attendance and membership“. The Indianapolis Star.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Robinson, Anne P. (2008) Every Way Possible: 125 Years of the Indianapolis Museum of Art. Indianapolis Museum of Art, გვ. 9. ISBN 978-0-936260-85-3.
- ↑ „MW2010 Best of Web“. Museums and the Web. April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
- ↑ Dobrzyński, Judith H. (March 10, 2009). „Deaccessioning in Public“. ArtsJournal.
- ↑ McQuigg Rigal, Rebecca. Q&A: Open Sourced Tools for Wired Museums. Refresh Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2011. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
- ↑ Pogrebin, Robin (March 10, 2019). „Clean House to Survive? Museums Confront Their Crowded Basements“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 8, 2019.
- ↑ „Indianapolis Museum of Art Launches Online Consulting Service“. Artinfo. February 10, 2010.
- ↑ Taylor, Kate (April 7, 2009). „ArtBabble Site Opens Window to World of Museums“. The New York Times.
- ↑ O'Donnell, Susannah C. (Jan–Feb 2010). „Star Power“. Museum. American Association of Museums.
- ↑ Bowen, Katherine (2009). National Medal for Museum and Library Service. Washington, D.C.: Institute of Museum and Library Services. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021. დაარქივებული November 25, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Anthony, Cara (December 12, 2014). „Indianapolis Museum of Art to charge admission“. The Indianapolis Star (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 3, 2019.
- ↑ 16.0 16.1 Warkel, Harriet G. (2003) The Herron Chronicle. Indiana University Press, გვ. 1836–37. ISBN 978-0253342379.
- ↑ Yancey, Kitty B. (May 22, 2009). „Summer travel '09: Freebies across the USA“. USA Today.
- ↑ Mullinix, Donna S. (May 13, 1998). „Treasure HUNT; The Indianapolis Museum of Art displays pieces collected during the past 10 years in a new exhibit“. Indianapolis Star.
- ↑ Lee, Ellen W. (2005). Indianapolis Museum of Art: Highlights of the Collection. Indianapolis: Indianapolis Museum of Art, გვ. 231. ISBN 978-0936260778.
- ↑ Wolff, Theodore F. (August 8, 1990). „Architectural Jewel in The Midwest With its Hulman Pavilion, the Indianapolis Museum is lyric and quietly monumental“. The Christian Science Monitor. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 29, 2019. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2021.
- ↑ 21.0 21.1 21.2 Artner, Alan G. (July 17, 1994). „"Hidden" Treasure of the Midwest Beyond Our City's Limits, Museums House Masterpieces of Art“. Chicago Tribune.
- ↑ 22.0 22.1 Dobrzynski, Judith H. (November 18, 1998). „Indianapolis Museum Buys 30 Gauguins From Swiss Collector“. The New York Times. p. E5. ციტირების თარიღი: December 28, 2019.
- ↑ „Fesler Will Gives Herron $500,000“. The Indianapolis News. January 11, 1961. p. 14.
- ↑ Barkin, Sandra (June 22, 2006). „Edward Hopper, Poet of the Prosiac American Artist of the Past is Star of the Present at the Whitney“. Italian Voice. 75 (3).
- ↑ Batz, Bob (August 30, 1996). „Indianapolis“. Dayton Daily News.
- ხელოვნების მუზეუმები ინდიანაში
- თანამედროვე სამხატვრო გალერეები ამერიკის შეერთებულ შტატებში
- მოდერნული ხელოვნების მუზეუმები ამერიკის შეერთებულ შტატებში
- ინდიანაპოლისის მუზეუმები
- ამერიკული ხელოვნების მუზეუმები
- აზიური ხელოვნების მუზეუმები ამერიკის შეერთებულ შტატებში
- 1883 წელს დაარსებული ხელოვნების მუზეუმები
- გვერდები რუკებით