ინგლისური ენა (PET)
PET, იგივე ფი-ი-თი არის Preliminary English Test-ის აბრევიაცია და წარმოადგენს საშუალო დონის სირთულის გამოცდას ინგლისურ ენაში, ანუ ე.წ. ფი-ი-თი (PET) არის გამოცდის ერთი ნაირ-სახეობა იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც სურთ რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში მიიღონ განათლება. საქართველოში ამ გამოცდას „ქემბრიჯის კურსსაც“ უწოდებენ, რაც არ მთლად მართებული; ფი-ი-თი კი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე შექნილი სახელმძღვანელო, მაგრამ იგი მხოლოდ ერთ-ერთი კურსის სახელწოდებაა მრავალთა შორის. ესენია;
- PET: Preliminary English Test, ანუ ფი-ი-თი განკუთვნილია: საშუალო დონე
- FCE: First Certificate in English, ანუ ეჶ-სი-ი განკუთვნილია: ზედა საშუალო დონის მქონეთათვის
- CAE: Certificate in Advanced English, ანუ სი-ეჲ-ი განკუთვნილია: წინწაწეული დონის მქონეთათვის
- CPE: Certificate of Proficiency in English, ანუ სი-ფი-ი განკუთვნილია: საკმაოდ წინწაწეული დონის მქონეთათვის
- BEC: Business English Certificate, ანუ ბი-ი-სი განკუთვნილია: საშუალოდან წინწაწეულამდე დონის მქონეთათვის)
ფი-ი-თი-ს პრეტენდენტთა ენობრივი კომპეტენციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფი-ი-თი შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B1 კომპეტენციების საფეხურს
ენის შემსწავლელების უნარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავარი საკითხების გაგება ტექსტში, სადაც ნორმატიული ენაა გამოყენებული და საუბარია სამუშაოზე, სკოლა, თავისუფალი დრო და ა.შ.
- ყველა იმ სიტუაციის დაძლევა, რომელიც შეიძლება შესასწავლი ენის ქვეყნებში მოგზაურობისას მოხდეს.
- ნაცნობ და პირად თემებზე უბრალოდ და გასაგებად აზრის გამოხატვა. საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოვალეობებზე საუბარი, ოცნებების, იმედებისა და მიზნების ფორმულირება, დაგეგმვა, საკუთარ შეხედულებათა დასაბუთება, ანდა განმარტება.
სამი ნაწილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწილი პირველი : წაკითხვა და წერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცდის ეს ნაწილი მთლიანობაში 90 წუთს მიმდინარეობს.
კითხვა: წაკითხულის გაგება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცდის ამ ნაწილში უნდა შემოწმდეს კითხვის უნარი. გამოსაცდელმა პირმა უნდა შეძლოს სხვადასხვა სპეციფიკური ხასიათის ტექსტის, ამონარიდის არა მარტო საკმაო სისხარტით წაკითხვა, არამედ გაგება ბროშურიდან, გაზეთიდან, ან ჟურნალიდან.
გამოსაცდელმა პირმა უნდა გაარჩიოს ტექსტის არსებითი სათქმელი მეორეხარისხოვნისაგან და უნდა ჩაწვდეს მიწოდებული ტექსტის ავტორის ინტენციას . ტექსტში მოცემული მცირე რაოდენობის უცნობი სიტყვების მნიშვნელობას უნდა მიხვდეს უკვე ცნობილი სიტყვების ხარჯზე. უნდა შეეძლოს სხვადასხვა აგებულების წინადადებათა გამოყენება.
წერა: მცირე თხზულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცდის წერით ნაწილში უნდა შემოწმდეს ის, თუ რამდენად გამართულად შეუძლია გამოსაცდელ პირს დაწეროს მცირე მოცულობის (დაახლ. 100 სიტყვა) თხზულება, ან წერილი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინადადებების აგების უნარს, ვოკაბულარს, მართლწერასა და სასვენი ნიშნების მართებულად დასმა-გამოყენების ჩვევებს.
გარდა ამისა, ცალკეულ ტექსტებში გამოტოვებული ადგილების შევსებას. მიღებული ინფორმაციების გადამუშავება-გარდაქმნას მცირე საფორმულარე სახის ნომინალურ წინადადებებში – ვერბალიზაცია, ნომინალიზაცია.
ნაწილი მეორე : აუდირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცდის ეს ნაწილი 30 წუთს მიმდინარეობს.
ნაწილი მეორე : გასაუბრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცდის ეს ნაწილი 10 წუთს მიმდინარეობს.