აბრევიაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბრევიაცია (ლათ. abbreviatio — „შემოკლება“) — ბიოლოგიაში, ონტოგენეზის თანმიმდევრული შემოკლება მისი ცალკეული სტადიების ამოვარდნის გამო. აბრევიაციის დროს ორგანო ვერ აღწევს სრულ განვიტარებას ან რედუცირდება. ტერმინი შემოიღო ბ. მატვეევმა 1930 წელს. ა. სევერცოვი ამ მოვლენას უარყოფით ანაბოლიას უწოდებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 34, თბ., 1975 წელი.
  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011