ილმაზ გუნეი
ილმაზ გიუნეი (ქურთ. Yilmaz Guney, თურქ. Yılmaz Güney; 1 აპრილი, 1937, ენიჯე, სამხრეთ ანატოლია, თურქეთი - 9 სექტემბერი, 1984, პარიზი, საფრანგეთი) — თურქი კინორეჟისორი , სცენარისტი, მსახიობი და მწერალი.[1][2][3][4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნებით ქურთი ილმაზ გიუნეი დაიბადა 1937 წელს იენიცის მხარეში, ადანაში.დაიბადა.მამა-ჰამითი იყო სივერეკიდან ( სანლურფის პროვინცია). იენიცში მას შემდეგ გადავიდა, რაც ძმები მოუკლეს[5]. დედა მუშის პროვინციიდან გახლდათ.[6] მისი მშობლები ადანაში გადავიდნენ ბამბის მინდვრებში სამუშაოდ. ოჯახური წარმომავლობის გამო, ახალგაზრდა ილმაზი მშრომელი კლასის გარემოში გაიზარდა. ბამბის მინდვრებში მუშაობის გარდა, იგი ასევე მუშაობდა ფილმების დამტარებლად, მეეტლედ ან ადგილობრივი ჟურნალისთვის წერდა მოთხრობებს.[7] სწავლობდა სამართალს და ეკონომიკას ანკარასა და სტამბოლში. 1957 წელს გუნეი სტამბოლის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ჩაერთო კინოინდუსტრიაში, რომელთანაც მას ჯერ კიდევ ადანაში ყოფნის დროიდან ჰქონდა კავშირი. სტამბოლში მომავალი რეჟისორი შეხვდა იასარ ქემალს, რომელმაც ის დააკავშირა სტამბოლის კინემატოგრაფიაში მომუშავე პირებთან.[8]
მისი მოღვაწეობა დაიწყო მსახიობობით, ითამაშა ახალგაზრდა თურქი რეჟისორების ფილმებში. გუნეი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი თურქეთში, მონაწილეობა მიიღო ბევრ ფილმში.1967 წელს (და შემდეგ 1970 წელს) მიენიჭა პრემია "ოქროს ფორთოხლი“ ანტალიის კინოფესტივალზე.
შემდეგ მან დაიწყო სცენარების წერა და მუშაობდა რეჟისორი ატიფა ილმაზის თანაშემწედ .1965 წელს გიუნეიმ დამოუკიდებლად გადაიღო პირველი ფილმი. ხოლო 1968 წელს მან დააარსა საკუთარი კინოკომპანია Güney Filmcilik. გიუნეის ფილმები ძირითადად ეხებოდა სოციალურ თემებს, კერძოდ, მშრომელთა კლასის ცხოვრებას. 1961 წელს ილმაზ გიუნეი დააკავეს პროკომუნისტური რომანის გამოქვეყნების გამო, რისთვისაც მან და წელიწადნახევარი ციხეში გაატარა. 1972 წელს ის კვლავ დააპატიმრეს ანარქისტებისთვის თავშესაფრის მიცემის გამო. ფილმ Endişe-ს გადაღება დაასრულა 1974 წელს მისმა თანაშემწემ შერიფ გორენმა, მომდევნო ფილმი Zavallılar -ს გადაღება დასრულდა 1975 წელს. 1974 წელს გიუნეის ამინისტია შეეხო და პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ მალე იგი კვლავ გაასამართლეს პროკურორის მკვლელობის ბრალდებით.[9] ციხეში ყოფნის დროს გიუნეიმ დაწერა რამდენიმე სცენარი.ფოლმები მისი სცენარის მიხედვით დაიდგა სხვა რეჟისორების მიერ.
1980 წელს თურქეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ გიუნეი აღმოჩნდა ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე. 1981 წელს რეჟისორმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრი მიიღო. მან დაასრულა შერიფ გორენის მიერ დაწყებული ფილმი "გზა", რომელიც კანის 35-ე კინოფესტივალის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული (კოსტა გავრასის „უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან“ ერთად) და დაჯილდოვდა "ოქროს პალმის რტოს" პრიზით. 1948 წელს გადაღებული „კედელი“ (1983) იყო გიუნეის ბოლო ფილმი. 48 წლის ასაკში, იგი გარდაიცვალა პარიზში კუჭის კიბოთი. დაკრძალულია პერ ლაშეზის სასაფლაოზე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წელს ილმაზ გუნეი დაქორწინდა მსახიობსა და“მის თურქეთზე“- ნებჰათ ჩეჰრეზე, რომელთან ერთადაც რამდენიმე ფილმში თამაშობდა, თუმცა წყვილი მალევე განქორწინდა. ქორწინებამდე მას შეეძინა ქალიშვილი ელიფ გუნეი პუთუნი ბირსენ კან უნალთან ურთიერთობიდან.
მოგვიანებით, გიუნეიმ ცოლად შეირთო ჯელე ფატმა სულეიმანგილი, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი იყო ფათოშ გიუნეი, 1970 წელს. ერთად მათ შეეძინათ ვაჟი, რემზი ილმაზ პუთუნი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილმაზ გიუნეი-70. რადიო თავისუფლება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Suad Joseph, Afsaneh Najmabadi, Encyclopedia of Women & Islamic Cultures: Family, law, and politics, Brill, 2005, ISBN 978-90-04-12818-7
- ↑ Joost Jongerden, The settlement issue in Turkey : an analysis of spatial policies, modernity and war, Brill, 2007, ISBN 978-90-04-15557-2, p. 31.
- ↑ Pope, Hugh and Nicole Pope, Turkey Unveiled: A History of Modern Turkey, (Overlook TP, 2000), 254.
- ↑ "Ben Fransız vatandaşı oldum o olmadı"[მკვდარი ბმული] (interview with Güney's widow). Hürriyet / 05.03.2000
- ↑ Silverman, Reuben (2015). Turkey's ever present past: Stories from Turkish Republican History. Libra. p. 106. ISBN 978-6059022477.[მკვდარი ბმული]
- ↑ Ben Fransız vatandaşı oldum o olmadı" (interview with Güney's widow). Hürriyet / 05.03.2000
- ↑ Silverman, Reuben (2015), p.107
- ↑ Reuben Silverman (2015), p.108
- ↑ "Lumpen değil centilmendi". Hürriyet. Retrieved 28 September 2017.