ნებაჰათ ჩეჰრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნებაჰათ ჩეჰრე
დაბადების სახელი ნებაჰათ ჩეჰრე
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1944 (1944-03-15) (80 წლის)
სამსუნი, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1962-დღემდე
სიმაღლე 165 სმ
მეუღლე(ები) ილმაზ გიუნეი
მშობლები მამა: იზეთ ჩეჰრე
დედა: მუზეინ ჩეჰრე

ნებაჰათ ჩეჰრე (თურქ. Nebahat Çehre, დ. 15 მარტი, 1944, სამსუნი, თურქეთი) — თურქი კინო და ტელემსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამის მხრიდან, ნებაჰათ ჩეჰრეს ქართული ფესვები აქვს[1]. დაიბადა 1944 წელს აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში. მამა გარდაეცვალა 5 წლის ასაკში და დედასთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1960 წელს, 15 წლის ასაკში მიიღო „მის თურქეთის“ ტიტული.

გადაღებულია უამრავ სერიალში და ფილმში. სერიალში „დიდებულ საუკუნეში“ თამაშობს ვალიდე-სულთნის აიშე ჰაფსა სულთანის როლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]