ილირიის სამეფო
ილირიის სამეფო — ქვეყანა, რომელიც არსებობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში ანტიკურ დროს და წარმოადგენდა ილირიელთა ტომების ალიანსს.[1] [2] [3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ ილირიაში ორგანიზებული სამეფოები ფორმირდა უფრო ადრე, ვიდრე ამ რეგიონის სხვა ადგილებში. რაც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული დინასტია იყო "ენჩელეის" დინასტია, რომელმაც ჩანს, რომ თავისი ძლიერების სიმაღლეს მიაღწია ძვ. წ. მე-8 და მე-7 საუკუნეებში, მაგრამ ის ჩამოცილდა ძალაუფლებას დაახლოებით ძვ. წ. მე-6 საუკუნეში.[4] როგორც ჩანს, "ენჩელეების" დინასტიის დასუსტებამ გამოიწვია მათი ასიმილაცია და ჩართვა ახლად დაარსებულ ილირიულ სამეფოში ძვ. წ. მე-5 საუკუნის ბოლოს. მიიჩნევა, რომ "ელჩელეი" ჩაანაცვლა "დასარეტიის" დინასტიამ დაახლოებით დღევანდელი ოჰრიდის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.[5]
"ენჩელეის" სამეფოს დასუსტება, ასევე გამოწვეული იყო მის სიახლოვეს შექმნილი კიდევ ერთი ილირიული დინასტიის - "ტაულანტიის" გაძლიერებით. ეს ორი დინასტია დაახლოებით ერთი და იმავე დროს მოღვაწეობდა.[6] "ტაულანტიის" ხალხები, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული ტომები, ცხოვრობდნენ სამხრეთ ილირიის (თანამედროვე ალბანეთის) ადრიატიკის სანაპიროზე და სხვადასხვა დროს ზეობდნენ მდინარეების, დრინის და ვიოსას დაბლობზე, რაც შეადგენდა დღევანდელი ქალაქ დურესის მიმდებარე ტერიტორიას.[7] როდესაც ისტორიკოსი პოლიენუსი აღწერდა ძველ მაკედონიაში (რომელსაც მართავდა არგეუს I), სადღაც ძვ. წ. 678-640 წლების ილირიელთა შემოსევებს, მან ილირიელთა ყველაზე ძველ მეფედ მიუთითა გალაურუსი, "ტაულანტიის" მმართველი, რომელიც მეფობდა ძვ. წ. მე-7 საუკუნის ბოლოს.[8] [9] [10] [11] არის თუ არა, ეს ისტორიული ანგარიში სანდო და, მიუხედავად პოლიენუსის უცნობი ბიოგრაფიული წვრილმანების მიმართ ინტერესისა, ასევე, თუკი თანამედროვე კვლევაში არგეუს I-ის მეფობის თარიღის შესახებ კონსენსუსი სწორია, ის, შესაბამისად, გულისხმობს მთელ ანტიკურ ხანაში ფართოდ გავრცელებულ აზრს ძვ. წ. მე-7 საუკუნეში მაკედონელებსა და ილირიელებს შორის ჩამოგდებული საყურადღებო მტრობის შესახებ.[12] [13] ძვ. წ. მე-7 საუკუნეში, "ტაულანტიებმა" დახმარება აღმოუჩინეს "კერკირასა" და "კორინთს" "ლიბურნის" ტომების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, დამარცხებისა და "ლიბურნის" რეგიონიდან განდევნის შემდეგ, "კერკირაელებმა" ძვ. წ. 627 წელს, ილირიის ყველაზე დიდ კუნძულზე დააარსეს კოლონია, სახელწოდებით - ეპიდამნუსი, რომელიც, თავის მხრივ, ილირიელთა მეფის სახელი ეგონათ.[14] გაჩნდა კომერციული ცენტრი, რომელიც ყვაოდა, ხოლო ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. "ტაულანტიებმა" განაგრძეს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძვ. წ. მე-5 და ძვ. წ. მე-3 საუკუნეებს შორის ილირიელთა, კერძოდ კი, ეპიდამნუსის ისტორიაში, რამდენადაც ეს ორი უკანასკნელი იყვნენ ერთმანეთის მეზობლები.[15] "ტაულანტიების" დინასტიამ, ჩანს, რომ თავისი ძლიერების კულმინაციას მიაღწია გლაუკიას მმართველობის დროს, დაახლოებით ძვ. წ. 335 და 302 წლებს შორის.[16] [17] [18]
ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერის აზრით, მეფე ბარდილისის მიერ დაარსებული დინასტია, როგორც "დარდანის" ხალხების (სამეფოს) პირველი დადასტურებული დინასტია, ფაქტობრივად იყო იგივე "დასარეტიის" დინასტია.[19] [20] [21] ასევე, არსებობს კიდევ ერთი ისტორიული რეკონსტრუქცია, მიიჩნევს რა მეფე ბარდილისს "დარდანის" სამეფოს მმართველად, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია "დასარეტიის" ხალხები, მაგრამ ეს მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ისტორიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "დარდანია", მეფე ბარდილისის და მისი დინასტიიდან ძალიან შორს, ჩრდილოეთით მდებარეობდა და, ამდენად, მათ შეხება არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან.[22] [23] [24]
მას შემდეგ, რაც ფილიპე II მაკედონელმა დაამარცხა ბარდილისი (ძვ. წ. 358 წელს), გრაბოს II-ის მეთაურობით, "გრაბაი" გახდა უძლიერესი სახელმწიფო ილირიაში. ფილიპე II-მ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, მოკლა 7000 ილირიელი და განახორციელა ოჰრიდის ტბამდე ტერიტორიის ანექსია. შემდეგ კი, იგი წავიდა "არდიაის" მიმართულებით, დაამარცხა "ტრიბალი" (ძვ. წ. 339 წელს) და შეებრძოლა მეფე პლევრიას (ძვ. წ. 337 წელს). ამის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, ალექსანდრე დიდმა მარცხი აგემა ილირიელთა მეთაურის, კლიტუსის ძალებს ძვ. წ. 335 წელს. აღსანიშნავია, რომ ილირიელი ჯარისკაცები და ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ ალექსანდრე დიდის მიერ სპარსეთის დაპყრობაში. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის სიკვდილის შემდეგ, ილირიულ ტომებს აღმავლობის ხანა დაუდგათ და გადაწყვიტეს მაკედონელების უღლისგან თავის დაღწევა. აქედან მოყოლებული, ძვ. წ. 312 წელს მეფე გლაუკიუსმა შეძლო და გააძევა ბერძნები დურესიდან.[25]
ძვ. წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, ჩანს, რომ რამდენიმე ილირიული ტომი გაერთიანდა პროტო-სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც გადაჭიმული იყო თანამედროვე ალბანეთის ცენტრალური ნაწილიდან ჰერცეგოვინაში მდინარე ნერეტვამდე. პოლიტიკური ერთობა მეკობრეობით ფინანსდებოდა და მეფე აგრონი მართავდა მას ძვ. წ. 250 წლიდან. აგრონის მემკვიდრე გახდა მისი ცოლი ტევტა, რომელმაც, ძვ. წ. 231 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ, თავისი გერის, პინესისთვის შემოიღო რეგენტის მმართველობა.[26] დედოფალი ტევტა განთქმული იყო რომაელთა წინააღმდეგ ომებით.
მდინარე ნერეტვას დელტასთან, "დაორების" ილირიელთა ტომზე შეინიშნებოდა ძლიერი ელინისტური გავლენა. მათი დედაქალაქი იყო დაორსონი, რომელიც მდებარეობდა ოშანიჩში, სტოლაკთან ახლოს, ჰერცეგოვინაში. ის გახდა კლასიკური ილირიული კულტურის მთავარი ცენტრი. დაორსონი, ძვ. წ. მე-4 საუკუნის განმავლობაში, გარშემორტყმული იყო მეგალითებით, ანუ 5 მეტრიანი მაღალი ქვის კედლებით. "დაორები", ასევე, ქმნიდნენ უნიკალურ ბრინჯაოს მონეტებსა და ქანდაკებებს. ილირიელებმა დაიპყრეს კიდეც ბერძნული კოლონიები დალმაციის კუნძულებზე.
ილირიის სამეფო შედგებოდა ილირიის რეგიონს შიგნით არსებული მცირე ტერიტორიებისგან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რომაელები მართავდნენ მთელ რეგიონს. სამხრეთ ილირიული სამეფოს შიდა მოწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბაძავდნენ ბერძნულ სამეფოებს და მათ განიცადეს კიდეც ბერძნებისა და ელინისტური სამყაროს გავლენა, განსაკუთრებით ქალაქური ცენტრების ზრდის მიმართულებით.[27] ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი წარმოგვიდგენს ილირიული სამეფოს შიგნით არსებული საზოგადოების სურათს, როგორც არისტოკრატიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გლეხების ქვეით ჯარს, რომელსაც ის უწოდებს ბერძნულ პოლიდინასტეს (ბერძნულად: Πολυδυνάστες). ამ უკანასკნელში თითოეული არისტოკრატი აკონტროლბდა თითო ქალაქს სამეფოს ტერიტორიაზე.[28] მონარქია დაარსებული იყო მემკვიდრეობითი ხაზის საფუძველზე და ილირიელი მმართველები ქორწინებებს იყენებდნენ სხვა ძალებთან ალიანსების შესაქმნელად.[29] ისტორიკოსი და ფილოსოფოსი პლინიუსი (ახ. წ. 23-79 წწ.) წერს, რომ ხალხი, რომელიც ილირიელთა სამეფოს ბირთვს შეადგენდნენ, იყვნენ "საკუთრივ ილირიელები".[30] კერძოდ, ესენი იყვნენ: "ტაულანტიები", "პლერაიები", "ენდირუდინიები", "სასაიები", "გრაბაიები" და "ლაბეატალები". მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ "დოქლეატაები".[31]
ილირიელების უკანასკნელი ცნობილი მეფე იყო ბალაიოსი, რომელიც, რომაული ოკუპაციის შემდგომ, ძვ. წ. 167 წლიდან ძვ. წ. 135 წლამდე პერიოდში, მართავდა ქალაქ რიზონს და მის გარშემო ტერიტორიებს.[32]
მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენჩელეურ-ტაულანტიელი მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გალაურუსი: "ტაულანტიის" მეფე. წარუმატებლად შეიჭრა მაკედონიაში ძვ. წ. 678-640 წლებში.[33]
- გრაბოს I (ძვ. წ. მე-5 საუკუნე): როგორც ათენურ წარწერაზე დასტურდება, ის, დიდი ალბათობით, იყო პიროვნება დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობებით. იგი, სავარაუდოდ, იყო გრაბოს II-ის ბაბუა.[34] [35]
- სირასი (ძვ. წ. 437-390 წწ.): მმართველი "ლინკესტიში".
- გრაბოს II (ძვ. წ. 358-356 წწ.): შევიდა ათენის ალიანსში, რათა წინააღმდეგობა გაეწია ფილიპეს ძალაუფლებისთვის.[36]
- პლევრატ I (ძვ. წ. 356-335 წწ.): მეფობდა ადრიატიკის სანაპიროსთან, სამხრეთ ილირიაში. ძვ. წ. 344 წელს წარუმატებლად ეცადა შეეჩერებინა ილირიაში ფილიპეს წინსვლა.[37]
- პლევრია (ძვ. წ. 337/336 წწ.): ილირიელი მმართველი, რომელმაც ძვ. წ. 337 წელს ილაშქრა ფილიპე II-ის წინააღმდეგ. ის, ზოგიერთი მეცნიერის თანახმად, მიჩნეულია "ავტარიატაების", "ტაულანტიების" ან "დარდანების" მეფედ.[38] ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ ის იყო იგივე მეფე პლევრატ I.[39] [40]
- კლიტოსი, ბარდილის I-ის ვაჟი (ძვ. წ. 335-295 წწ.): პელიონში, ძვ. წ. 335 წელს ალექსანდრე დიდი მაკედონელის წინააღმდეგ მოწყობილი ილირიის აჯანყების ოსტატი.[41]
- გლაუკიასი: "ტაულანტიის" მეფე. მან დახმარება აღმოუჩინა კლეიტუსს პელიონის ბრძოლაში ძვ. წ. 335 წელს. მან აღზარდა პიროს ეპიროსელი და მონაწილეობდა სხვა მოვლენებშიც სამხრეთ ილირიაში ძვ. წ. მე-4 საუკუნის ბოლოს.[42]
- მონუნიუსი I (ძვ. წ. 290-270 წწ): მეფობდა გალების შემოსევების დროს. მან მოჭრა საკუთარი ვერცხლის მონეტები დღევანდელი დურესის ტერიტორიაზე.
- მითილოსი, იყო მონუნიუს I-ის მემკვიდრე და, სავარაუდოდ, მისი ვაჟი: (ძვ. წ. 270 - ?): ძვ. წ. 270 წელს მან იომა ეპირუსის ხელში ჩასაგდებად. მან, ასევე, მოჭრა საკუთარი ბრინჯაოს მონეტები დღევანდელი დურესის ტერიტორიაზე.[43]
არდია-ლაბეატანის მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პლევრატ II: მეფობდა ილირიის სამეფოში მშვიდობისა და კეთილდღეობის დროს (ძვ. წ. 260 - ძვ. წ. 250 წწ.).[44]
- აგრონ ილირიელი: მეფობდა ძვ. წ. 250-დან ძვ. წ. 230 წლამდე. აგრონი იყენებდა ყველაზე ძლიერ სახმელეთო ჯარს და ფლოტს, რაც კი მის მმართველობამდე არსებულა. მან სამეფო საზღვრები გააფართოვა ჩრდილოეთით და სამხრეთით.[45]
- დედოფალი ტევტა (რეგენტი პინესისთვის): იძულებული გახდა დაედო შეთანხმება რომაელებთან ძვ. წ. 227 წელს.[46]
- დემეტრიუს ფაროსელი: დანებდა რომაელებს ფაროსში ძვ. წ. 218 წელს და გაიქცა მაკედონიაში. სამეფოს განაგებდა ძვ. წ. 222 - ძვ. წ. 219 წლებში.[47]
- სკერდილაიდასი: იყო რომის მოკავშირე, რადგან უნდოდა მაკედონიის დამარცხება. სამეფოს მართავდა ძვ. წ. 218 - ძვ. წ. 206 წლებში.[48]
- პინესი: იყო ძალიან ახალგაზრდა გასამეფებლად. ამიტომ, ძვ. წ. 230 - ძვ. წ. 217 წლებში, მეფობდა ტევტას, დემეტრიუსის და სკერდილაიდასის რეგენტობის ქვეშ.[49]
- პლევრატ III: დააჯილდოეს რომაელებმა, მაკედონელების მიერ ანექსირებული მიწებით. მეფობდა ძვ. წ. 205 - ძვ. წ. 181 წლებში.[50]
- გენტიუსი: დაამარცხეს რომაელებმა ძვ. წ. 168 წელს, "მესამე ილირიული ომის" დროს. ილირიელთა სამეფომ არსებობა შეწყვიტა, სანამ მეფეს ტყვედ აიყვანდნენ. მეფობდა ძვ. წ. 181 - ძვ. წ. 168 წლებში.[51]
- ბალაიოსი: რომაელთა ოკუპაციის შემდეგ, მართავდა ქალაქ რიზონს და მის შემოგარენს ძვ. წ. 167 - ძვ. წ. 135 წლებში.[52]
მცირე მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰისტრია
- ეპულონი, ჰისტრიის მმართველი: ჩაშალა რომაელთა წინსვლები ისტრიის ნახევარკუნძულზე ძვ. წ. 177 წელს გარდაცვალებამდე.[53]
- დალმაციები
- ვერცო, "დალმაციების" მმართველი: აიღო ქალაქი პრომონა (ლიბურნიდან), რათა ჩასაფრებოდა ოქტავიანეს, ძვ. წ. 34 წელს.
- ტესტიმოსი, "დალმაციების" მმართველი: დამარცხდა რომაელებთან ბრძოლაში ძვ. წ. 33 წელს, რის შედეგადაც დალმაცია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში.[54]
- მესაპია
- მესაპიის ოპისი: "ტარასები" თავს დაესხნენ ძვ. წ. 460 წელს ჰირისიასთან, სადაც ის დაიღუპა.[55]
- პანონია
- პანონიის პინესი: ხელმძღვანელობდა დიდ ილირიულ აჯანყებას ახ. წ. მე-6 წლიდან.[56]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bajric, Amela (2014). „Illyrian Queen Teuta and the Illyrians in Polybius's passage on the Roman mission in Illyria“. Vjesnik Arheološkog muzeja u Zagrebu (ხორვატული). 46 (1): 29–56.
- Benać, Alojz (1964). „Vorillyrier, Protoillyrier und Urillyrier“. Symposium Sur la Délimitation Territoriale et Chronologique des Illyriens à l'Epoque Préhistorique. Sarajevo: Naučno društvo SR Bosne i Hercegovine: 59–94.
- Boak, Arthur Edward Romilly; Sinnigen, William Gurnee (1977), A History of Rome to A.D. 565, Macmillan, ISBN 9780024108005, https://books.google.com/books?id=ZKAiAQAAIAAJ
- Boardman, John (1982), The Cambridge Ancient History, Volume III, Part I: The Prehistory of the Balkans; the Middle East and the Aegean World, Tenth to Eighth Centuries B.C., Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press, ISBN 0-521-22496-9, https://books.google.com/books?id=vXljf8JqmkoC
- Boardman, John; Hammond, Nicholas Geoffrey Lemprière (1982), The Cambridge Ancient History: The Expansion of the Greek World, Eighth to Six Centuries B.C, Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press, ISBN 0-521-23447-6, https://books.google.com/books?id=0qAoqP4g1fEC
- Cabanes, Pierre (1988). Les illyriens de Bardulis à Genthios (IVe–IIe siècles avant J.-C.) (fr). SEDES. ISBN 2718138416.
- Cabanes, Pierre (2002a). Iliri od Bardileja do Gencia (IV. – II. stoljeće prije Krista) (hr). Svitava. ISBN 953-98832-0-2.
- Cabanes, Pierre (2002). Iliri od Bardileja do Gencia (IV. – II. stoljeće prije Krista) (hr). Svitava. ISBN 953-98832-0-2.
- Ceka, Neritan (2005), The Illyrians to the Albanians, Publ. House Migjeni, ISBN 99943-672-2-6, https://books.google.com/books?id=r8oeOwAACAAJ
- Elsie, Robert (2015). „The Early History of Albania“, Keeping an Eye on the Albanians: Selected Writings in the Field of Albanian Studies, Albanian Studies (en). ISBN 978-1-5141-5726-8.
- Evans, Arthur John (1883–1885). „Antiquarian Researches in Illyricum, I-IV (Communicated to the Society of Antiquaries of London)“. Archaeologia. Westminster: Nichols & Sons.
- Evans, Arthur John (1878), Illyrian Letters, Longmans, Green, and Co, ISBN 1-4021-5070-9, https://books.google.com/books?id=T9AGAAAAQAAJ
- Hammond, Nicholas Geoffrey Lemprière (1966). „The Kingdoms in Illyria circa 400-167 B.C.“. The Annual of the British School at Athens. British School at Athens. 61: 239–253. doi:10.1017/S0068245400019043. JSTOR 30103175. S2CID 164155370.
- Hammond, N. G. L (1993). Studies concerning Epirus and Macedonia before Alexander. Hakkert. ISBN 9789025610500.
- Hammond, N. G. L. (1994). „Illyrians and North-west Greeks“. The Cambridge Ancient History Volume 6: The Fourth Century BC. Cambridge University Press: 422–443. doi:10.1017/CHOL9780521233484.017. ISBN 9781139054331.
- Howe, Timothy; Müller, Sabine; Stoneman, Richard (2017) Ancient Historiography On War and Empire. Oxbow Books. ISBN 978-1785703027.
- Imamovic, Enver. On elements of political organization of illyrian communities. 'Prilozi', 30, Sarajevo, 2001., pages. 25-41. ციტირების თარიღი: 9 February 2016.
- Jaupaj, Lavdosh (2019). Etudes des interactions culturelles en aire Illyro-épirote du VII au III siècle av. J.-C (Thesis). Université de Lyon; Instituti i Arkeologjisë (Albanie).
- Juka, S. S. (1984), Kosova: The Albanians in Yugoslavia in Light of Historical Documents: An Essay, Waldon Press, ISBN 9780961360108, https://books.google.com/books?id=obATAQAAIAAJ
- Kipfer, Barbara Ann (2000). Encyclopedic Dictionary of Archaeology. New York, New York: Kluwer Academic/Plenum Publishers. ISBN 0-306-46158-7.
- Lane Fox, R. (2011). „Philip of Macedon: Accession, Ambitions, and Self-Presentation“, Brill's Companion to Ancient Macedon: Studies in the Archaeology and History of Macedon, 650 BC – 300 AD. Leiden: Brill, გვ. 335–366. ISBN 978-90-04-20650-2.
- Mortensen, Kate (1991). „The Career of Bardylis“, The Ancient World. Ares Publishers, გვ. 49–59.
- Papazoglu, Fanula (1978). The Central Balkan Tribes in Pre-Roman Times: Triballi, Autariatae, Dardanians, Scordisci and Moesians. Amsterdam, The Netherlands: Adolf M. Hakkert. ISBN 90-256-0793-4.
- Šašel Kos, Marjeta (2002). „Pyrrhus and Illyrian Kingdom(s?)“. Greek Influence Along the East Adriatic Coast. Knjiga Mediterana. 26: 101–119. ISBN 9531631549.
- Šašel Kos, Marjeta (2004). „Mythological stories concerning Illyria and its name“, L'Illyrie méridionale et l'Epire dans l'Antiquité, გვ. 493–504.
- Šašel Kos, Marjeta (2012), Teuta, Illyrian queen, Wiley-Blackwell, , ISBN 978-1-4443-3838-6, https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1002/9781444338386.wbeah09233
- Stipčević, Aleksandar (1976). „Simbolismo illirico e simbolismo albanese: appunti introduttivi“. Iliria (იტალიური). 5: 233–236. doi:10.3406/iliri.1976.1234.
- Stipčević, Aleksandar (1977), The Illyrians: History and Culture, Noyes Press, ISBN 978-0-8155-5052-5, https://books.google.com/books?id=NLcWAQAAIAAJ
- Stipčević, Alexander (1989). Iliri: povijest, život, kultura. Zagreb: Školska knjiga. ISBN 9788603991062.
- Strauss, Barry (2009), The Spartacus War, Simon and Schuster, ISBN 978-1-4165-3205-7, https://books.google.com/books?id=j3LowhKACVwC
- Wilkes, J. J. (1968). Dalmatia. Harvard University Press. ISBN 9780674189508.
- Wilkes, John J. (1969). History of the Provinces of the Roman Empire. London, United Kingdom: Routledge and Kegan Paul.
- Wilkes, J. J. (1992). The Illyrians. Blackwell. ISBN 06-3119-807-5.
- Wilkes, John J. (1995). The Illyrians. Oxford, United Kingdom: Blackwell Publishers Limited. ISBN 0-631-19807-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Appian: Illyrian Wars, perseus.tufts
- Pliny the Elder. Natural History (Pliny) (Naturalis Historia (Latin) and English version).
- Polybius (1962). The Histories (Polybius)|The Histories (Ἰστορίαι). (English version and Introduction).
- Strabo. Geographica|Geographica (Strabo). (English version).
- Ptolemy. Geography (Ptolemy). (English version).
- Velleius Paterculus: History of Rome (Latin original, English translation)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ceka 2005.
- ↑ Cabanes 1988.
- ↑ Bajric 2014.
- ↑ Stipčević 1989
- ↑ Šašel Kos 2004
- ↑ Stipčević 1989
- ↑ Wilkes 1992
- ↑ Jaupaj 2019
- ↑ Hammond & Griffith 1972
- ↑ Cabanes 2002a
- ↑ Cabanes 2002b .
- ↑ Greenwalt 2011
- ↑ Cabanes 2002
- ↑ Wilkes 1992
- ↑ Wilkes 1992
- ↑ Dzino 2014
- ↑ Wilkes 1992
- ↑ Stipčević 1989
- ↑ Mortensen 1991
- ↑ Cabanes 2002
- ↑ Lane Fox 2011
- ↑ Cabanes 2002
- ↑ Mortensen 1991
- ↑ Lane Fox 2011
- ↑ Hammond 1993
- ↑ Elsie 2015
- ↑ Wilkes 1995.
- ↑ Wilkes 1995.
- ↑ Wilkes 1995.
- ↑ Wilkes 1995.
- ↑ Juka 1984.
- ↑ Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes,Danièle Berranger-Auserve, page 145
- ↑ Μιμαλλόνες "imitators of men" Etym. Mag. (587.53) see Hesychius "mimelazein. mimeisthai" "mimelon. homoion"
- ↑ Cabanes 2002
- ↑ Šašel Kos 2002
- ↑ Šašel Kos 2002
- ↑ The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 121, 156, 167, 170–174, 190
- ↑ Hammond, "The Kingdoms in Illyria circa 400–167 BC".
- ↑ Howe, Müller & Stoneman 2017
- ↑ Šašel Kos 2002
- ↑ Wilkes 1995, page 120
- ↑ Neritan Ceka: Illlyrian to the Albanians, 2005, Migjeni
- ↑ The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 129, "No Illyrian production of coins is known before King Monunius struck his coins at Dyrrhachium (see figure 11), followed by Mytilus around ten years later..."
- ↑ Fanula Papazoglu (1965), "Les origines et la destinée de l'état Illyrien," p. 143
- ↑ Studies concerning Epirus and Macedonia before Alexander by Nicholas Geoffrey Lemprière Hammond, page 105.
- ↑ Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, p. 120, ISBN 0-631-19807-5, p. 158, "Illyrian success continued when command passed to Agron's widow Teuta, who granted individual ships a licence to universal plunder. In 231 AC the fleet and army attacked Ells and Messenia..."
- ↑ A History of Rome to A.D. 565 – p. 111 by Arthur Edward Romilly Boak, William Gurnee Sinnigen,"The island of Pharos and some adjacent territory in Illyria were given to a Greek adventurer, Demetrius of Pharos"
- ↑ Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes, Danièle Berranger-Auserve, page 137
- ↑ Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 162, "...revival of Illyrian power under Demetrius of Pharos, who had succeeded Teuta and married Triteuta, mother of the infant King Pinnes."
- ↑ The Illyrians by J. J. Wilkes, 1992, ISBN 0-631-19807-5, pages 121, 156, 167, 170–174, 190
- ↑ Wilkes, J. J. The Illyrians, 1992, ISBN 0-631-19807-5, p. 221, "Ardiaei from which intoxicated men were conveyed home by their women who had also participated to the overindulgence of their kings Agron and Gentius..."
- ↑ Épire, Illyrie, Macédoine: mélanges offerts au professeur Pierre Cabanes by Danièle Berranger, Pierre Cabanes,Danièle Berranger-Auserve, page 145
- ↑ Livy 41.11
- ↑ Aleksandar Stipčević: Iliri: povijest, život, kultura, p. 49.
- ↑ Pausanias (10.10.6.)
- ↑ The Cambridge Ancient History, Vol. 10: The Augustan Empire, 43 BC-AD 69 (Volume 10) by Alan Bowman, Edward Champlin, and Andrew Lintott,1996,page 176: "... Daesitiates was soon matched by rebellion of the Breuci in Pannonia, headed by Pinnes and another Bato. ..."