შინაარსზე გადასვლა

იზრაელ გელფანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზრაელ გელფანდი
რუს. Израиль Моисеевич Гельфанд
იდიშ. ישׂראל געלפֿאַנד
უკრ. Ізраїль Мойсейович Гельфанд
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1913
დაბ. ადგილი ოკნი
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 2009 (96 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ბრანსუიკი
დასაფლავებულია Floral Park Cemetery[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი, ბიოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] , ჰარვარდის უნივერსიტეტი[2] , მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2] , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია[2] , რატგერსის უნივერსიტეტი[2] , სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი და კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2]
განთქმული მოსწავლეები დავიდ კაჟდანი და სხვა
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Vladimir I. Gelfand და Sergey Gelfand
ნათესავ(ებ)ი Mikhail Gelfand
ჯილდოები ლენინის ორდენი  — 1954ლენინის ორდენი  — 1956ლენინის ორდენი  — 1973
საიტი israelmgelfand.com

იზრაელ გელფანდი (რუს. Изра́иль Моисе́евич Гельфа́нд; დ. 2 სექტემბერი, 1913 — გ. 5 ოქტომბერი, 2009) — მოწინავე საბჭოთა მათემატიკოსი. 800-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და დაახლოებით 30 მონოგრაფიის ავტორი; დიდი სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940).[3]

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1941–1990) და რატგერსის უნივერსიტეტის (1990–2009) პროფესორი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიისა (1974) და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1977). მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების (1935) შემდეგ მუშაობდა იქვე, ხოლო 1953 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.[3]

მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტი (1966–1970), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984; 1991 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი). გელფანდის ძირითადი შრომები მიეძღვნა კომუტატური ნორმირებული რგოლების თეორიას, განზოგადებული ფუნქციების თეორიასა და ინტეგრალურ გეომეტრიას. ცდილობდა მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ბიოლოგიაში. ავტორია მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა ნებისყოფითი მოძრაობების, ქსოვილურ კულტურებში უჯრედული მიგრაციის, პროტეომიკისა და ექიმების კლინიკური მუშაობის ალგორითმიზაციის საკითხებზე. მთავარი რედაქტორი ჟურნალისა „ფუნქცონალური ანალიზი და მისი გამოყენება“ (1967).[3][4]

მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1951, 1953), ლენინური პრემია (1961), კიოტოს პრემია (1989). 1978 წელს გადაეცა ვოლფის ჯილდო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1954, 1956, 1973).[3]

  • Уни­тар­ные пред­став­ле­ния клас­си­че­ских групп. М.; Л., 1950 (совм. с М. А. Най­мар­ком);
  • Пред­став­ле­ния груп­пы вра­ще­ний и груп­пы Ло­рен­ца, их при­ме­не­ния. М., 1958;
  • Обоб­щен­ные функ­ции и дей­ст­вия над ни­ми. 2-е изд. М., 1959;
  • Ком­му­та­тив­ные нор­ми­ро­ван­ные коль­ца. М., 1960;
  • Лек­ции по ли­ней­ной ал­геб­ре. 4-е изд. М., 1971.
  1. Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Израиль Моисеевич Гельфанд | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-29. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
  4. Бо­го­лю­бов Н. Н. и др. Гель­фанд И. М. (К 70-ле­тию со дня ро­ж­де­ния) // Ус­пе­хи ма­те­ма­ти­че­ских на­ук. 1983. Т. 38. Вып. 6 (библ.).