იზრაელ გელფანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იზრაელ გელფანდი
რუს. Израиль Моисеевич Гельфанд
Izrail Gel'Fand.jpg
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1913
დაბ. ადგილი ოკნი
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 2009 (96 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ბრანსუიკი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of the United States.svg აშშ
საქმიანობა მათემატიკური ანალიზი, ფუნქციონალური ანალიზი, ალგებრა, ტოპოლოგია, theory of differential equations, ალბათობის თეორია და რიცხვითი ანალიზი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები დავიდ კაჟდანი და სხვა
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Vladimir I. Gelfand
ჯილდოები ლენინის ორდენი  — 1954ლენინის ორდენი  — 1956ლენინის ორდენი  — 1973

იზრაელ გელფანდი (რუს. Изра́иль Моисе́евич Гельфа́нд; დ. 2 სექტემბერი, 1913 — გ. 5 ოქტომბერი, 2009) — მოწინავე საბჭოთა მათემატიკოსი. 800-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და დაახლოებით 30 მონოგრაფიის ავტორი; დიდი სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940).[1]

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (1941–1990) და რატგერსის უნივერსიტეტის (1990–2009) პროფესორი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიისა (1974) და ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1977). მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების (1935) შემდეგ მუშაობდა იქვე, ხოლო 1953 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მ. კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.[1]

მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტი (1966–1970), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984; 1991 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი). გელფანდის ძირითადი შრომები მიეძღვნა კომუტატური ნორმირებული რგოლების თეორიას, განზოგადებული ფუნქციების თეორიასა და ინტეგრალურ გეომეტრიას. ცდილობდა მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ბიოლოგიაში. ავტორია მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა ნებისყოფითი მოძრაობების, ქსოვილურ კულტურებში უჯრედული მიგრაციის, პროტეომიკისა და ექიმების კლინიკური მუშაობის ალგორითმიზაციის საკითხებზე. მთავარი რედაქტორი ჟურნალისა „ფუნქცონალური ანალიზი და მისი გამოყენება“ (1967).[1][2]

მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1951, 1953), ლენინური პრემია (1961), კიოტოს პრემია (1989). 1978 წელს გადაეცა ვოლფის ჯილდო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1954, 1956, 1973).[1]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Уни­тар­ные пред­став­ле­ния клас­си­че­ских групп. М.; Л., 1950 (совм. с М. А. Най­мар­ком);
  • Пред­став­ле­ния груп­пы вра­ще­ний и груп­пы Ло­рен­ца, их при­ме­не­ния. М., 1958;
  • Обоб­щен­ные функ­ции и дей­ст­вия над ни­ми. 2-е изд. М., 1959;
  • Ком­му­та­тив­ные нор­ми­ро­ван­ные коль­ца. М., 1960;
  • Лек­ции по ли­ней­ной ал­геб­ре. 4-е изд. М., 1971.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Израиль Моисеевич Гельфанд | Большая российская энциклопедия
  2. Бо­го­лю­бов Н. Н. и др. Гель­фанд И. М. (К 70-ле­тию со дня ро­ж­де­ния) // Ус­пе­хи ма­те­ма­ти­че­ских на­ук. 1983. Т. 38. Вып. 6 (библ.).