შინაარსზე გადასვლა

ივანე ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩნაძე.

ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე (ფრანგ. Jean Vatchnadze) (დ. 10 აპრილი, 1899, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 აპრილი, 1976, სომიური, საფრანგეთი) — საფრანგეთის არმიის ოფიცერი (Chef d'escadron), ქართველი ემიგრანტი.

სწავლობდა ვორონეჟის კადეტთა კორპუსში, 1918 წლიდან — თბილისის იუნკერთა სასწავლებლის საცხენოსნო განყოფილებაზე. მონაწილეობდა 1921 წლის ომში საბჭოთა რუსეთთან (კოჯორ-ტაბახმელის ფრონტი). 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. სწავლობდა საფრანგეთში, სენ-მექსანის სამხედრო სასწავლებელში. მსახურობდა საკავალერიო ნაწილებში, მეთაურობდა ესკადრონს. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, მაგრამ გაიქცა და 1940 წელს შეუერთდა ჩრდილოეთ აფრიკაში მყოფ საფრანგეთის წინააღმდეგობის ძალებს. 1944 წელს იბრძოდა საფრანგეთსა და გერმანიაში. 1946 წლიდან ალჟირში მეთაურობდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფს. 1951 წლიდან, სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ, ასწავლიდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში. საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]