ივანე ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩნაძე.

თავადი ივანე ვაჩნაძე (ფრანგ. Jean Vatchnadze) (დ. 1899 – გ. 1976) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე.

საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921), ვაჩნაძე ეროვნული არმიის კავალერიაში მსახურობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ იგი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა და წასულიყო საფრანგეთში, სადაც ჩაირიცხა სენ-მაქსენის სამხედრო სკოლაში და 1922 წ. მიიღო უმცროსი ლეიტენატის ჩინი, შემდეგ ესკადრონის შეფობა. შემდეგში მსახურობდა საფრანგეთის არმიის სხვადასხვა კავალერიულ ნაწილებში, მათ შორის ტუნისში. მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, მაგრამ გაიქცა და თავისუფალი საფრანგეთის ძალებს შეუერთდა. 1946-დან ხელმძღვანელობდა ალჟირში, ქ. სიდი ბელ აბესში, განთავსებული საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სპეციალურ ჯგუფს. 1951 სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]