იბაგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იბაგე
Ibagué
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი ტოლიმა
კოორდინატები 4°26′00″ ჩ. გ. 75°14′00″ დ. გ. / 4.43333° ჩ. გ. 75.23333° დ. გ. / 4.43333; -75.23333
მერი ლუის ერნანდო როდრიგეს რამირესი
დაარსდა 14 ოქტომბერი, 1550
ფართობი 1.498 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 285
მოსახლეობა 650 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +57 8
საფოსტო ინდექსი 730001-730019
ოფიციალური საიტი alcaldiadeibague.gov.co
იბაგე — კოლუმბია
იბაგე

იბაგე (ესპ. Ibagué) — ქალაქი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქი, კოლუმბიის მუსიკალური დედაქალაქი.[1] მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კოლუმბიის ანდების ვულკან ნევადო-დე-ტოლიმის სიახლოვეს. მოსახლეობა 650 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] იგი 1550 წლის 14 ოქტომბერს ესპანელმა კაპიტანმა ანდრეს ლოპეს დე გალარსამ დააარსა. როგორც ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქში, იბაგეში განთავსებულია ადგილობრივი მმართველი ორგანოები.

იბაგეს ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მთელ კოლუმბიაში და დაგეგმილია ასევე ერთ-ერთი უდიდესი გახდეს მთელ ამერიკის კონტინენტზე,[3] რაც განპირობებულია განვითარების უდიდესი პოტენციალით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, იბაგე მეორე ადგილზეა კოლუმბიაში, მანისალესის შემდეგ.

იბაგეს ხშირად „კოლუმბიისა და ამერიკის მუსიკალურ დედაქალაქს“ უწოდებენ, რაც ძირითადად ტოლიმის კონსერვატორიის დამსახურებაა.[4] ქალაქში იმართება მრავალი მუსიკალური ფესტივალი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. departamento del tolima (2010).(ესპანური)
  2. departamentos de colombia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-02. ციტირების თარიღი: 2013-05-27.(ესპანური)
  3. world trade center ibague (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-28. ციტირების თარიღი: 2013-05-27.(ესპანური)
  4. conservatorio de ibague. (2010)conservatorio de ibague.(ესპანური)