იაფრანი
ქალაქი | |
---|---|
იაფრანი არაბ. يفرن | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | ელ-ჯაბალ-ელ-ღარბი |
კოორდინატები | 32°03′46″ ჩ. გ. 12°31′36″ ა. გ. / 32.06278° ჩ. გ. 12.52667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 678 მ |
მოსახლეობა | 33 000 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
იაფრანი (არაბ. يفرن) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ნაფუსის მთების დასავლეთით, ელ-ჯაბალ-ელ-ღარბის რაიონში.
ისტორიულად იაფრანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქია. ოსმალეთის იმპერიის დროს იგი ჯაბალის რაიონის დედაქალაქი იყო. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1911 წელს ლიბიაში იტალიელთა შემოჭრის წინააღმდეგობაში. 2007 წლამდე იყო იაფრანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, იაფრანში სამთავრობო ძალებსა და და ამბოხებულებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. 2011 წლის 6 აპრილს ამბოხებულებმა ქალაქი აიღეს.[1] აპრილის ბოლოს სამთავრობო ძალებმა ქალაქს წყალმომარაგება და საკვებით უზრუნველყოფის გზები გადაუკეტეს.[2] ამის შემდეგ, არმიამ ქალაქი დაიბრუნა და მას არტილერიისა და სნაიპერთა პლატფორმად იყენებდა.[3] 2 ივნისს იაფრანი კვლავ ამბოხებულებმა აიღეს.[4].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Yafran, Libya", Falling Rain Genomics, Inc.
- "Yafran Map — Satellite Images of Yafran", Maplandia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ April 6th Updates | Libya February 17th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-24. ციტირების თარიღი: 2012-11-04.
- ↑ People of Yafran, besieged by pro-Gaddafi forces, facing starvation | Libya TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-07. ციტირების თარიღი: 2012-11-04.
- ↑ Major Front Forms in Libya’s Mountains — WSJ.com
- ↑ Rebels in western Libya seize mountain towns in push toward Tripoli " Shabab Libya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2012-11-04.