იაფრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
იაფრანი
არაბ. يفرن‎
Multiple photos of the mountain city of Yafran.jpg
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ელ-ჯაბალ-ელ-ღარბი
კოორდინატები 32°03′46″ ჩ. გ. 12°31′36″ ა. გ. / 32.06278° ჩ. გ. 12.52667° ა. გ. / 32.06278; 12.52667
ცენტრის სიმაღლე 678
მოსახლეობა 33 000 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
იაფრანი — ლიბია
იაფრანი

იაფრანი (არაბ. يفرن‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ნაფუსის მთების დასავლეთით, ელ-ჯაბალ-ელ-ღარბის რაიონში.

ისტორიულად იაფრანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქია. ოსმალეთის იმპერიის დროს იგი ჯაბალის რაიონის დედაქალაქი იყო. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1911 წელს ლიბიაში იტალიელთა შემოჭრის წინააღმდეგობაში. 2007 წლამდე იყო იაფრანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, იაფრანში სამთავრობო ძალებსა და და ამბოხებულებს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. 2011 წლის 6 აპრილს ამბოხებულებმა ქალაქი აიღეს.[1] აპრილის ბოლოს სამთავრობო ძალებმა ქალაქს წყალმომარაგება და საკვებით უზრუნველყოფის გზები გადაუკეტეს.[2] ამის შემდეგ, არმიამ ქალაქი დაიბრუნა და მას არტილერიისა და სნაიპერთა პლატფორმად იყენებდა.[3] 2 ივნისს იაფრანი კვლავ ამბოხებულებმა აიღეს.[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]