თოხიტარა
იერსახე
თოხიტარა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aegithalos caudatus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 103871923 | |||||||||||||||
|
თოხიტარა (ლათ. Aegithalos caudatus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მომცრო ტანისაა, გრძელბოლოიანი. თავის ნაწილი და მუცლის მხარე თეთრი აქვს, ზურგის მხარე — შავი, ადგილ-ადგილ ვარდისფერი ან მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში; საქართველოში ბევრია, როგორც მობინადრე ფრინველი. იკვებება მწერებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 697-698.