თოხიტარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოხიტარა
Schwanzmeise.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: Aegithalidae
გვარი: Aegithalos
სახეობა: თოხიტარა
ლათინური სახელი
Aegithalos caudatus

თოხიტარა (Aegithalos caudatus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მომცრო ტანისაა, გრძელბოლოიანი. თავის ნაწილი და მუცლის მხარე თეთრი აქვს, ზურგის მხარე - შავი, ადგილ-ადგილ ვარდისფერი ან მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში; საქართველოში ბევრია, როგორც მობინადრე ფრინველი. იკვებება მწერებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 4, გვ. 697-698, თბ., 1979