თორის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თორი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება ადრეული შუა საუკუნეები
დეტალები

თორის (ნადარბაზევი) წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაბა ბაკურიანის სიახლოვეს.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია, სავარაუდოდ, X საუკუნის მეორე ნახევარში[1]. ნაგებია ადგილობრივი, ვულკანური წარმონაქმნის, ანდეზიტის ქვით. ნაგებობა საკმაოდ დიდი ზომისაა. აღმოსავლეთის მხრიდან მას მცირე მინაშენი აქვს, რომლის კონსკრუტქცია ეკლესიის ანალოგიურია.

ნაგებობა ჯვრის სამი გამოსახულებითაა შემკული. ერთ-ერთი მათგანი აფსიდის ცენტრში კედელთან მდგარ, ტრაპეზის ქვაზეა გამოსახული. მეორე გამოსახულება მოთავსებულია სამხრეთ კედელში გაჭრილი ერთადერთი კარის არქიტავრის ქვაზე. ხოლო მესამე რელიეფური ჯვარი მოთავსებული იყო დასავლეთის ფასადზე და სარკმლის თავსართს წარმოადგენდა.

ეკლესიამ დღემდე მეტ-ნაკლებად დაზიანებული სახით მოაღწია: ჩანგრეულია კამარა, სამხრეთ ფასადზე პერანგია ჩამოშლილი, მათ შორის, არქიტავრის ქვა და დასავლეთ ფასადზე სარკმლის თავსართი, რელიეფური გამოსახულებებით.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12143

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]