თამ მენეჯმენტი
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
თამ მენეჯმენტი (თამმ) — ქართული სამხედრო მწარმოებელი კომპანია რომელიც სპეციალიზებულია სამხედრო თვითმფრინავების, სამოქალაქო თვითმფრინავების და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების: სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინში და წარმოებაში.[1][2][3][4][5][6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამ მენეჯმენტი დაარსდა 2015 წელს ყოფილი 31 ქარხანის ტერიტორიაზე, რომელიც 1941 წელს დაარსდა.
მეორე მსოფლიო ომის საწყის წლებში 31 საავიაციო ქარხანამ გამოუშვა 6500-ზე მეტი Lagg-3 გამანადგურებელი. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს წარმოება გადავიდა Yak-3 გამანადგურებლებზე.[7]
1946 წელს ქარხანამ გამოუშვა პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი Yak-15, რის შემდეგაც ქარხანამ დაიწყო Yak-17-ის და Yak-23-ის გამოშვება.[7]
1952 წლიდან 1957 წლამდე ქარხანა უშვებდა MiG-15 და MiG-17 რეაქტიულ გამანადაგურებლებს.[7]
1957 წლის შემდეგ ქარხანამ გამოუშვა 1600-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის MiG-21 რეაქტიული გამანადგურებელი რომელიც ექსპორტირებული იქნა ალგირში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, ფინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, სირიაში და ვიეტნამში.[7]
1974 წელს თვითმფრინავებთან ერთად ქარხანა აწარმოდებდა R-60 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.[7]
ამავე პერიოდში ქარხანამ გამოუშვა K-10S ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტა.[7]
1978 წლის დასაწყისში ქარხანამ დაიწყო Su-25 სახმელეთო მხარდამჭერი თვითმფრინავის წარმოება და დღესდღეობით აქვს ნაწარმოები 800-ზე მეტი ამ ტიპის თვითმფრინავი.[7]
1984 წელს ქარხანა Su-25 თვითმფრინავებთან ერთად აწარმოებდა R-73 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩვენ შესახებ ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021.
- ↑ R-60/73 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
- ↑ SU-25 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
- ↑ L-39 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
- ↑ MI-24/35 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
- ↑ Mi-8/17 ka-ge. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 History of 31st aviation factory. ციტირების თარიღი: 11 March 2021