თამ მენეჯმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თამ მენეჯმენტი (თამმ) — ქართული სამხედრო მწარმოებელი კომპანია რომელიც სპეციალიზირებულია სამხედრო თვითმფრინავების, სამოქალაქო თვითმფრინავების და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების: სარემონტო სამუშაოებში, მოდერნიზებაში, დიზაინსა და წარმოებაში.[1][2][3][4][5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამ მენეჯმენტი დაარსდა 2015 წელს ყოფილი 31 ქარხანის ტერიტორიაზე რომელიც თვითონ დაარსდა 1941 წელს. კომპანიის თანამშრომლების დიდ ნაწილს აქვს მუშაობის გამოცდილება 31 ქარხანიდან და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებიდან.[1]

მეორე მსოფლიო ომის საწყის წლებში 31 საავიაციო ქარხანამ გამოუშვა 6500-ზე მეტი „ლაგგ-3“ გამანადგურებელი. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს წარმოება გადავიდა „ყაკ-3“ გამანადგურებლებზე.[7]

1946 წელს ქარხანამ გამოუშვა პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი „ყაკ-15“, რის შემდეგაც ქარხანამ დაიწყო „ყაკ-17“-ის და „ყაკ-23“-ის გამოშვება.[7]

1952 წლიდან 1957 წლამდე ქარხანა უშვებდა „მიგ-15“ და „მიგ-17“ რეაქტიულ გამანადაგურებლებს.[7]

1957 წლის შემდეგ ქარხანამ გამოუშვა 1600-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის „მიგ-21“ რეაქტიული გამანადგურებელი რომელიც ექსპორტირებული იქნა ალგირში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, ფინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, სირიაში და ვიეტნამში. ამ ჩამონათვალიდან ზოგი ქვეყანა „მიგ-21“-ებს დღემდე იყენებს.[7]

1974 წელს თვითმფრინავებთან ერთად ქარხანა აწარმოდებდა „რ-60“ ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.[7]

ამავე პერიოდში ქარხანამ გამოუშვა „კ-10ს“ ზებგერითი გემსაწინააღმდეგო რაკეტა.[7]

1978 წლის დასაწყისში ქარხანამ დაიწყო „სუ-25“ სახმელეთო მხარდამჭერი თვითმფრინავის წარმოება და დღესდღეისობით აქვს ნაწარმოები 800-ზე მეთი ამ ტიპის თვითმფრინავი.[7]

1984 წელს ქარხანა „სუ-25“ თვითმფრინავებთან ერთად აწარმოებდა „რ-73“ ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.[7]

Russian Air Force Sukhoi Su-25 (1).jpg
MiG-21 Lancer C cropped.jpg
MiG-17 Takes to the Sky (cropped).jpg

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეხები რომლებიც იყო მიტოვებული „თბილავიამშენი“-ს მფლობელობის დროს იქნა მთლიანად აღდგენილი და თავიდან აღჭურვილი უახლესი აპარატებით თამ მენეჯმენტის მიერ. ქარხანა ეხლა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის კონტროლის სტანდარტებს. კომპანია ასევე პარტნიორია ცნობილ საავიაციო კომპანიებთან როგორებიცაა „EuroAvionics“, „Paramount Group“ და „Depicon“-ი.[1]

შეკეთების შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმფრინავი „სუ-25“-ის რემონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამმ ახდენს „სუ-25“ თვითმფრინავის კაპიტალურ რემონტს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნახაზი და დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად. კაპიტალური რემონტი შეიცავს თვითმფრინავის მთლიანად დაშლას, მისი სისტემების და სტრუქტურის რემონტს და თავიდან აწყობას.

ამ პროცესის დროს ყველა სისტემა მოწმდება და რემონტის შემდეგ თვითმფრინავს თავიდან ენიჭება რესურსი.[3]

თვითმფრინავი „ლ-39“-ის რემონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამმ ახდენს „ლ-39“ თვითმფრინავის კაპიტალურ რემონტს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნახაზი და დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად. კაპიტალური რემონტი შეიცავს თვითმფრინავის მთლიანად დაშლას, მისი სისტემების და სტრუქტურის რემონტს და თავიდან აწყობას.

ამ პროცესის დროს ყველა სისტემა მოწმდება და რემონტის შემდეგ თვითმფრინავს თავიდან ენიჭება რესურსი.[4]

ვერტმფრენი „მი-24/35“-ის რემონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამმ ახდენს „მი-24“ ვერტმფრენის კაპიტალურ რემონტს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნახაზი და დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად. კაპიტალური რემონტი შეიცავს ვერტმფრენის მთლიანად დაშლას, მისი სისტემების და სტრუქტურის რემონტს და თავიდან აწყობას.

ამ პროცესის დროს ყველა სისტემა მოწმდება და რემონტის შემდეგ თვითმფრინავს თავიდან ენიჭება რესურსი.[5]

ვერტმფრენი „მი-8/17“-ის რემონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამმ ახდენს „მი-24“ ვერტმფრენის კაპიტალურ რემონტს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნახაზი და დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად. კაპიტალური რემონტი შეიცავს ვერტმფრენის მთლიანად დაშლას, მისი სისტემების და სტრუქტურის რემონტს და თავიდან აწყობას.

ამ პროცესის დროს ყველა სისტემა მოწმდება და რემონტის შემდეგ თვითმფრინავს თავიდან ენიჭება რესურსი.[6]

რაკეტა „რ-60“ და „რ-73“-ის რემონტი.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამმ ახდენს „რ-60“ და „რ-73“ რაკეტების რემონტს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნახაზი და დოკუმენტაცია აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად. რემონტი შეიცავს რაკეტის მთლიანად დაშლას, მისი სისტემების შეკეთებას და რაკეტის თავიდან აწყობას.[8]

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩადის საჰაერო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წელს „თამ მენეჯმენტა“ და „თბილავიამშენმა“ კაპიტალური რემონტი ჩაუტარა ჩადის საჰაერო ძალების „სუ-25“-ებს, „ლ-39“-ებს და „მი-24“-ებს.[5][4][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჩვენ შესახებ ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021.
  2. R-60/73 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
  3. 3.0 3.1 3.2 SU-25 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
  4. 4.0 4.1 4.2 L-39 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
  5. 5.0 5.1 5.2 MI-24/35 ka-GE. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
  6. 6.0 6.1 Mi-8/17 ka-ge. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 History of 31st aviation factory. ციტირების თარიღი: 11 March 2021
  8. R-60/73 ka-ge. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021