შინაარსზე გადასვლა

ზესხოს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესხო (მრავალმნიშვნელოვანი).

ზესხოს ქედიქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთი მიმართულების განშტოებას, მდინარეების ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფს. სიგრძე 15 კმ, მაქსიმალური სიგანე 6 კმ, საშუალო სიმაღლე 2845 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ქედზე ორი პატარა მყინვარია. კალთებზე ხშირია მეოთხეული გამყინვარების ნიშნები — ცირკები, ტროგები და მორენები. ზესხოს ქედის კალთების ქვემო და შუა ნაწილები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილი, წიფელი), ზემო — ნაძვნარ-სოჭნარით. უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.