ნაძვნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაძვნარინაძვის წმინდა და შერეული კორომი (ტყე). გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ნაძვის წმინდა კორომები შედარებით იშვიათია, უფრო ხშირია შერეულ ნაძვბარები, სადაც ნაძვთან ერთად იზრდება კავკასიური სოჭი, კავკასიური კაუჭა ფიჭვი , წიფელი, რცხილა და სხვა. საქართველოსათვის დამახასიათებელია ნაძვნარები კოლხური ქვეტყით (შქერით, წყავით, ჭყორით, მოცვით), ბალახოვანი საფრით და ხავსით. ეს ტყეები მეტწილად ნაირხნოვანია, იშვიათად ერთხნოვანიც. მაღალი წარმადობის კორომები ნაძვისა და სოჭის სარტყელშია, ზღვის დონიდან 1500-1800 მ-ზე (სვანეთში, აფხაზეთში, აჭარაში, რაჭაში, ბორჯომის ხეობაში). მაღალი ბონიტეტის ნაძვნარები ჰა-ზე 800-1000 და ზოგჯერ 15003 მერქანს იძლევა, რომელიც გამოირჩევა კარგი ფიზიკური-მექანიკური თვისებებით და მრავალმხრივი გამოყენება აქვს წარმოებაში.

საქართველოში ნაძვნარებში, რომლებიც უმთავრესად მთის ფერდობებზეა გავრცელებული, დასაშვებია მხოლოდ სანიტარული და ნებითი ამორჩევითი ჭრა ისე, რომ ტყე ძალიან არ გამეჩხერდეს და არ დაიკარგოს საკურორტო, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ნაძვნარებში გავრცელებული მავნებლებიდან განსაკუთრებით საშიშია ექვსკბილა ქერქიჭამია და ნაძვის დიდი ლაფნიჭამია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]