შინაარსზე გადასვლა

ზემო ბოდბის წმინდა მარიამის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ბოდბის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ბოდბეში. სოფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრში.

ზემო ბოდბის წმინდა მარიამის ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ტიპის ტაძარია, მისი სიმაღლე დაახლოებით 10-12 მეტრია. აგებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით, რომელიც ტაძრის ძირში ერთმანეთს ენაცვლება, კედლების ზედა ნაწილი, გუმბათი და გუმბათის სახურავი მხოლოდ აგურითაა ნაშენი. ფლიგელები ქართული კრამიტით არის გადახურული. ტაძარი 1-1.5 მეტრის სიგანის ბრტყელი რიყის ქვითა და ბეტონით დაფარული ბილიკით არის გარშემორტყმული. ტაძრის სამხრეთით რიყის ქვით ნაგები გალავანია შემორჩენილი. ტაძრის გუმბათსა და აღმოსავლეთის კედელზე დატანებულია, ბაზალტის ქვაზე შესრულებული, რამდენიმე ბარელიეფი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6364