ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022
იერსახე
მასპინძელი | პეკინი, ჩინეთი |
---|---|
დევიზი | ერთად გაზიარებული მომავლისთვის |
მონაწილე | 91[1] |
სპორტსმენი | 2 871[1] |
ღონისძიება | 109 — სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინა) |
გახსნა | 4 თებერვალი |
დახურვა | 20 თებერვალი |
გამხსნელი | |
სტადიონი | პეკინის ეროვნული სტადიონი |
ზამთრის ზაფხულის |
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 (ასევე ცნობილი როგორც XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები; ჩინ.: 第二十四届冬季奥林匹克运动会) ― საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში. ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქია პეკინი, ჩინეთი. თამაშები ოფიციალურად 4 თებერვალს გაიხსნა, თუმცა წინაშესარჩევი ღონისძიებები 2 თებერვლიდან ტარდებოდა.
მასპინძელ ქალაქად პეკინი 2015 წელს კუალა-ლუმპურში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე შეარჩიეს. 2022 წლის ოლიმპიური თამაშები ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშებია ჩინეთში. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური თამაშები აღმოსავლეთ აზიაში ტარდება (2018 წელს ― ფიონგჩანგში, 2020 წელს ― ტოკიოში). პეკინი პირველი ქალაქია, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2022 Winter Olympics, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Organizing Committee Website დაარქივებული 2019-12-10 საიტზე Wayback Machine.
- Beijing 2022 on the IOC Website
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Lane, Barnaby (4 February 2022). „RANKED: Every nation at the Beijing Winter Olympics by the number of athletes they have taken to China“. Insider. ციტირების თარიღი: 5 February 2022.
|
|