ვიჩადის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ვიჩადის დეპარტამენტი
Departamento del Vichada
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი Puerto Carreño
კოორდინატები 4°38′00″ ჩ. გ. 69°14′00″ დ. გ. / 4.63333° ჩ. გ. 69.23333° დ. გ. / 4.63333; -69.23333
დაარსდა 4 ივლისი, 1991[1]
ფართობი 100 242 კმ²
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 68 575[2] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 0.68 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი gobvichada.gov.co

ვიჩადა (ესპ. Departamento del Vichada) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ვაკეებზე, ორინოკოს რეგიონში, მდინარე ორინოკოს აუზში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენესუელა, ჩრდილოეთით — არაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — კასანარეს დეპარტამენტი, დასავლეთით — მეტის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთით კი გუავიარესა და გუაინიის დეპარტამენტები. ვიჩადა ფართობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტია კოლუმბიაში, თუმცა ძალზე მეჩხრად დასახლებული.

უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პუერტო-კარენიო, რომელიც დეპარტამენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვენესუელის საზღვართან. შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისგან.

შეიქმნა კოლუმბიის 1991 წლის 4 ივლისის კონსტიტუციის საფუძველზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nuestro departamento — 2017.
  2. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.