ვენის მეორე არბიტრაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ ტრანსილვანია ყვითელ ფერში

ვენის მეორე არბიტრაჟინაცისტური გერმანიის და ფაშისტური იტალიის პოლიტიკური გადაწყვეტილება 1940 წლის 30 აგვისტოს, რომლის თანახმად — უნგრეთს გადაეცა რუმინეთისაგან ჩრდილოეთ ტრანსილვანია

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მრავალეროვანი უნგრეთის სამეფო ტრიანონის ხელშეკრულებით დაყოფილ იქნა რამდენიმე ეროვნულ სახელმწიფოდ. ახალი მონოეროვნული სახელმწიფო - უნგრეთი თითქმის სამჯერ შემცირდა და მრავალი უნგრელი აღმოჩნდა საზღვრებს გარეთ. მრავალი ისტორიული რეგიონი აღმოჩნდა სხვა ქვეყნების შემადგენლობაში. მრავალი ბუნებრივი რესურსების საბადოც აღმოჩნდა უნგრეთს მოწყვეტილი. ამდენად, თუმცა სამეფოს ძველი ეროვნული უმცირესობები ტრიანონის ხელშეკრულებას თვლიდნენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენად, მაგრამ უნგრელთა თვალსაზრისით ეს იყო მათ მიმართ უსამართლობა და ეროვნული დამცირება.

ხელშეკრულებამ და მისმა შედეგებმა დიდი გავლენა მოახდინეს უნგრეთის ომებს შორის პერიოდზე. ამ წლებში უნგრეთის ხელისუფლება უფრო და უფრო იხრებოდა მემარჯვენეობისკენ მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრმა დიულა გიომბეშმა მჭიდრო კავშირები არ დაამყარა ფაშისტური იტალიასთან და ნაცისტურ გერმანიასთან. გერმანიასთან ალიანსმა უნგრეთს საშუალება მისცა პირველი არბიტრაჟის წყალობით დაებრუნებინა 1938 წელს სამხრეთ სლოვაკეთი, ხოლო 1939 წელს კარპატისპირა რუთენია თუმცა უნგრეთის საზოგადოება არ კმაყოფილდებოდა ამ ყველაფრით; უფრო მეტად სასურველი იყო უნგრელი მოსახლეობისათვის ტრანსილვანია.

1940 წლის 26 ივნისს სსრკ-მა ულტიმატუმი წაუყენა რუმინეთს, რომელიც გაზიარებული იქნა. 27 ივნისს რუმინეთმა სსრკ-ს გადასცა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაპყრობილი ტერიტორიები - ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა. რუმინეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ მან თავიდან აიცილა სსრკ-სთან შემდგომი გართულებები. უნგრეთმა ჩათვალა, რომ რუმინეთის ხელისუფლება უღონოა - დაიცვას საკუთარი ტერიტორიები და მაშინვე დააყენა ტრანსილვანიის საკითხი საერთაშორისო დონეზე გადასაწყვეტად.

მოლაპარაკებები დაიწყო 1940 წლის 16 აგვისტოს ტურნუ-სევერინში. უნგრეთის დელეგაცია იმედოვნებდა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის მიღებას. თუმცა რუმინეთის დელეგაცია არ აპირებდა პრაქტიკულად არაფრის გაცემას. მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში. რუმინეთმა მიმართა გერმანიასა და იტალიას არბიტრაჟის მოთხოვნით. ამავე დროს, რუმინეთმა დააკმაყოფილა იტალიის მოთხოვნა - გაეღო ტერიტორიის ნაწილი ბულგარეთის სასარგებლოდ. 7 სექტემბერს ბულგარეთმა რუმინეთისაგან მიიღო სამხრეთ დობრუჯა.

არბიტრაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არბიტრაჟი ჩატარდა 1940 წლის 30 აგვისტოს ავსტრიაში ბელვედერის სასახლეში გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების იოახიმ ფონ რიბენტროპის და გალეაცო ჩიანოს მიერ. არბიტრაჟის შედეგად უნგრეთმა მიიღო 43,104 კმ² პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რუმინეთისათვის გადაცემული ტერიტორიებიდან. ახალი საზღვრის გარანტორებად გამოდიოდნენ გერმანია და იტალია.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაცემული ტერიტორიების ფართობი შეადგენდა 43 104 კმ².

1930 წლის რუმინეთის აღწერები ამ ტერიტორიაზე აფიქსირებს 2 393 300 ადამიანს. 1941 წლის უნგრეთის აღწერა 2 578 100 ადამიანს. ორი აღწერის შედეგი ჩანს ცხრილში:

ეროვნება/
მშობლიური ენა
1930 წლის რუმინეთის აღწერა 1941 წლის უნგრეთის აღწერა რუმინეთის ხელისუფლების მომლოდინე
1940 წლის მონაცემებით
ეროვნება მშობლიური ენა ეროვნება მშობლიური ენა
უნგრელები/უნგრული 912.500 1.007.200 1.380.500 1.344.000 968.371
რუმინელები/რუმინული 1.176.900 1.165.800 1.029.000 1.068.700 1.304.898
გერმანელები /გერმანული 68.300 59.700 44.600 47.300 უცნობია
ებრაელები/იდიში 138.800 99.600 47.400 48.500 200.000
სხვები 96.800 61.000 76.600 69.600 უცნობია

ტრანსილვანიაში დემოგრაფიული სიტუაციის უნგრელი მკვლევარი არპად ვარგა ასე აღწერს ამ მონაცემებს: ” 1930 წელს ჩატარებული აღწერა ყველა ასპექტით აკმაყოფელებდა საერთაშორისო სტატისტიკურ კრიტერიუმებს. იმისათვის რომ დაედგინათ ეროვნულობა აღმწერები იყენებდნენ თავისი დროისათვის რთული კრიტერიუმების სისტემას, რომელშიც შედიოდა შეკითხვები მოქალაქეობაზე, ეროვნულობაზე, მშობლიურ ენაზე (ე.ი. იმ ენაზე, რომელზეც საუბრობდნენ ოჯახში) და რელიგიურ აღმსარებლობაზე.”

გარდა ამისა, ორი აღწერა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდას შორის განსხვავებებს ასახავს, რაც დაკავშირებულია ისეთ რთულ პროცესებთან, როგორიცაა მიგრაცია, ებრაელთა ასიმილაცია და ორენოვანი მოსახელობა. შესაბამისად, უნგრული მონაცემებით, 1941 წლის იანვარში სამხრეთ ტრანსილვანიიდან უნგრეთში გადმოვიდა 100 ათასამდე უნგრელი ლტოლვილი. ამ გადასახლებების შედეგად უნგრეთში უნგრელთა რიცხვი გაიზარდა. ამის საკომპენსაციოდ რუმინელთა დიდი რაოდენობა იქნა გასახლებული საცხოვრებელი ადგილებიდან ჩრდილოეთ ტრანსილვანიაში. ბევრმა მოქალაქემ, ვინც მანამდე რუმინელად ითვლებოდა, საცხოვრებლის დატოვების და გადასახლების შიშით უნგრელად გამოაცხადა თავი და სხვ.

არბიტრაჟის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინეთს დაევალა 14 დღეში დაეცალა სადავო ტერიტორია და გადაეცა უნგრეთისათვის. უნგრეთის ჯარებმა 5 სექტემბერს გადალახეს „ტრიანონის საზღვარი“. მასში მონაწილეობას იღებდა უნგრეთის რეგენტი მიკლოშ ხორტიც. რეანექსიის პროცესი დასრულდა 13 სექტემბერს. როგორც უნგრეთის ჯარების შეყვანა, ასევე რუმინეთის ჯარების გამოყვანა არ დასრულებულა ინციდენტებისა და ადამიანთა სიკვდილის გარეშე.

უნგრული მოსახლეობა მიესალმებოდა უნგრეთის ჯარების შემოსვლას და რუმინეთისაგან გამოყოფას განიხილავდა, როგორც განთავისუფლებას. ხოლო რუმინელი მოსახლეობა, პირიქით, თვლიდა, რომ უნგრელთა მრავალსაუკუნოვანი უღლის ქვეშ დაბრუნდა. მოსახლეობის გაცვლის შემდეგაც კი ჩრდილოეთ ტრანსილვანიაში მილიონზე მეტი რუმინელი დარჩა მაშინ, როდესაც სამხრეთ ტრანსილვანიაში 300-დან 800 ათასამდე (ციფრები მერყეობს წყაროთა მონაცემების მიხედვით) უნგრელი. ამრიგად, არბიტრაჟმა ვერ მიაღწია დასახულ მიზანს - გამოეყო უნგრელი მოსახლეობა რუმინელებისგან და შეექმნათ ორი უფრო მეტად მონოეთნიკური რეგიონი.

ნულიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის 23 აგვისტოს რუმინეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ხელისუფლებას ჩამოშორებული იქნა დიქტატორი იონ ანტონესკუ და ხელისფლებაში მოვიდნენ ძალები მეფე მიხაი I-ის მეთაურობით, რომლებმაც გამოიყვანეს რუმინეთი ჰიტლერული კოალიციიდან. მან ჯერ კიდევ 12 აპრილს მიიღო სსრკ-ს პირობები, რომლის გამოც სსრკ დათანხმდა ხმა მიეცა ვენის მეორე არბიტრაჟის შედეგების გაუქმებისათვის. რუმინეთმა დაიბრუნა ტრანსილვანია. 12 სექტემბერს შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. საბოლოოდ, საზღვარი უნგრეთსა და რუმინეთს შორის დადგინდა 1947 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]