შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ ბუჭყიაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუჭყიაშვილი.

ვახტანგ ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. 18? — გ. 1901) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი; რუსეთის არმიის ოფიცრების ივანე, ალექსანდრე და მიხეილ ბუჭყიაშვილების ძმა.

მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობას იღებდა რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის მთიელების დამორჩილებაში, რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.

  • Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении её России, Тфл., 1901;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 595.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]