მიხეილ ბუჭყიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფშერონის ქვეითი პოლკის კაპიტანი მ. ბ. ბუჩქიევი, 1854 წ. (მხატვარი ა. ოვნათანიანი)

მიხეილ ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. წ. უცნობია — გ. 6 ნოემბერი, 1877) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1872). ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი, ალექსანდრე, ვახტანგ და ივანე ბუჭყიაშვილების ძმა.

მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856). 1860-1863 წლებში მაიორის წოდებით ხელმძღვანელობდა ჭარ-ბელაქნის მუდმივ მილიციას. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს მეთაურობდა პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკს. დაიღუპა ყარსის ბრძოლაში 1877 წლის ნოემბერში. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении её России, Тфл., 1901.