ალექსანდრე ბუჭყიაშვილი
იერსახე
ალექსანდრე ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) (დ. 24 აგვისტო, 1825 ― გ. 28 თებერვალი, 1902, თბილისი) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1893), ერეკლე II-ის მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი; რუსეთის არმიის ოფიცრების ივანე, ვახტანგ და მიხეილ ბუჭყიაშვილების ძმა.
სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, 1837-1844 პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. მსახურობდა ცარსკოე-სელოს საარტილერიო ბატარეაში, ბესარაბიაში. 1851-იდან ბუჭყიაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1853-1856; 1877-1878) ომებში. მსახურობდა ფინეთში (1887-1892) საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1893 გადადგა სამხედრო სამსახურიდან. იყო მრავალი ორდენის კავალერი. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შონია მ., მოგონება და სინამდვილე, «ცისკარი», 1966, № 3;
- Потто В., Фамилия Бучкиевых в столетнем служении её России, Тфл., 1901;
- შონია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 595.
- ალექსანდრე ბუჭყიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი