ვანო გამხიტაშვილი
იერსახე
ივანე (ვანო) გამხიტაშვილი (დ. 13 ივლისი, 1973, სამთავისი, კასპი — გ. 12 დეკემბერი, 1999, აღაიანი, კასპი) — ქართველი სამბისტი (90 კგ). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
1991 | მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) | შამბერი, საფრანგეთი | -90 კგ | |
1994 | ევროპის ჩემპიონატი | პანევეჟისი, ლიეტუვა | -90 კგ | |
1994 | მსოფლიო ჩემპიონატი | ნოვი-სადი, იუგოსლავია | -90 კგ | |
1995 | ევროპის ჩემპიონატი | მინსკი, ბელარუსი | -90 კგ | |
1995 | მსოფლიო ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -90 კგ | |
1996 | ევროპის ჩემპიონატი | არანჯელოვეცი, იუგოსლავია | -90 კგ | |
1996 | მსოფლიო ჩემპიონატი | ტოკიო, იაპონია | -90 კგ | |
1997 | ევროპის ჩემპიონატი | ბაქო, აზერბაიჯანი | -90 კგ | |
1997 | მსოფლიო ჩემპიონატი | თბილისი, საქართველო | -90 კგ | |
1998 | ევროპის ჩემპიონატი | შიაულიაი, ლიეტუვა | -90 კგ | |
1998 | მსოფლიო ჩემპიონატი | კალინინგრადი, რუსეთი | -90 კგ | |
1999 | ევროპის ჩემპიონატი | სოფია, ბულგარეთი | -90 კგ |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 74, თბ., 1998–1999;
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანო გამხიტაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვანო გამხიტაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვანო გამხიტაშვილი — ქართული სპორტის სტატისტიკა