ვანო გამხიტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე (ვანო) გამხიტაშვილი (დ. 13 ივლისი, 1973, სამთავისი, კასპი — გ. 12 დეკემბერი, 1999, აღაიანი, კასპი) — ქართველი სამბისტი (90 კგ). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1991 მსოფლიო ჩემპიონატი (FMS) შამბერი, საფრანგეთი -90 კგ 3rd
1994 ევროპის ჩემპიონატი პანევეჟისი, ლიეტუვა -90 კგ 2nd
1994 მსოფლიო ჩემპიონატი ნოვი-სადი, იუგოსლავია -90 კგ 3rd
1995 ევროპის ჩემპიონატი მინსკი, ბელარუსი -90 კგ 2nd
1995 მსოფლიო ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -90 კგ 2nd
1996 ევროპის ჩემპიონატი არანჯელოვეცი, იუგოსლავია -90 კგ 2nd
1996 მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია -90 კგ 2nd
1997 ევროპის ჩემპიონატი ბაქო, აზერბაიჯანი -90 კგ 3rd
1997 მსოფლიო ჩემპიონატი თბილისი, საქართველო -90 კგ 2nd
1998 ევროპის ჩემპიონატი შიაულიაი, ლიეტუვა -90 კგ 3rd
1998 მსოფლიო ჩემპიონატი კალინინგრადი, რუსეთი -90 კგ 2nd
1999 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -90 კგ 1st

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 74, თბ., 1998–1999;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]