შინაარსზე გადასვლა

ეცნა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეცნამაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, კამპეჩეს შტატში.

მოედნის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაგებობა მთავარი ტაძარია, რომელიც დაშენებულია პლატფორმაზე და სიმაღლეში 40 მეტრია.

ეცნა დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 400 წლისთვის. ქალაქი მოსახლეობამ ჩვ.წ. 1500 წელს მიატოვა. გვიანდელ კლასიკურ პერიოდში, ეცნა ქალაქ კალაკმულის მმართველობის ქვეშ შედიოდა.

ამჟამად ობიექტი მნახველთათვის ღიაა.

ეცნას მოედანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეცნა“-დან