დუნაის დელტა
დუნაის დელტა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
თანამგზავრული ფოტო | |
ქვეყანა | რუმინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | x,xi,xii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 45°05′00″ ჩ. გ. 29°30′00″ ა. გ. / 45.08333° ჩ. გ. 29.50000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 588 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 588 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დუნაის დელტა (რუმ. Delta Dunării, უკრ. Дельта Дунаю) — მეორე უდიდესი სამდინარო დელტა ევროპაში, ვოლგის დელტის შემდეგ. დელტის უდიდესი ნაწილი რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ჩრდილოეთის პატარა ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე. მთლიანი ფართობი დაახლოებით 4152 კმ²-ია, სადანაც 3446 კმ² რუმინეთში მდებარეობს. თუ დელტის შემადგენლობაში მოვისაზრებთ რაზიმ-სინოეს ლაგუნას, მაშინ მისი ფართობი 5165 კმ²-მდე გაიზრდება.
დელტამ ფორმირება ძვ. წ. დაახლოებით 4 000 წლისთვის დაიწყო შავი ზღვის ყურეში, როდესაც ზღვის დონემ აიწია და დღეს არსებულს მიაღწია. ამჟამად დუნაის დელტა ალუვიურ ვაკეს წარმოადგენს, რომელიც ძირითადად წყლითა და ჭარბტენიანი ტერიტორიებითაა დაფარული. მოიცავს მრავალ ჩახლართულ ჭაობს, არხებს, ნაკადულსა და ტბას. საშუალო სიმაღლე 0.52 მ-ია, მაგრამ ტერიტორიის 20% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს.
1938 წელს, რუმინეთმა დუნაის დელტა დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა, ხოლო 1991 წელს იგი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNESCO Danube Delta World Heritage Site
- Danube Delta Biosphere Reserve დაარქივებული 2006-12-09 საიტზე Wayback Machine.
- Danube Delta: Photo Gallery დაარქივებული 2007-01-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Wild Danube Delta
- Danube Delta "Street view" დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine.
- Photo Gallery - Danube Delta - Gorgova დაარქივებული 2010-10-05 საიტზე Wayback Machine.
|