შინაარსზე გადასვლა

დუმფარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუმფარა
Nymphaea alba
Nymphaea alba
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nymphaea

დუმფარა (ლათ. Nymphaea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეების გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვთ ტყავისებრი, გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე ფოთლები და დიდი ყვავილები.

გვარში 40-ზე მეტი სახეობაა, გავრცელებულია მთელს დედამიწაზე. საქართველოში 2 სახეობაა ლათ. Nymphaea candida და ლათ. Nymphaea alba. დუმფარა იზრდება ტბებში, გუბერებში და მდორე მდინარეებში. ნაყოფი კენკრაა, ხორცოვანი, წყლის ქვეშ მწიფდება. მათი ნორჩი ფესურა იჭმევა. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.