დუმფარა
დუმფარა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Nymphaea alba | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Nymphaea | ||||||||||||||
|
დუმფარა (ლათ. Nymphaea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეების გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვთ ტყავისებრი, გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე ფოთლები და დიდი ყვავილები.
გვარში 40-ზე მეტი სახეობაა, გავრცელებულია მთელს დედამიწაზე. საქართველოში 2 სახეობაა ლათ. Nymphaea candida და ლათ. Nymphaea alba. დუმფარა იზრდება ტბებში, გუბერებში და მდოვრე მდინარეებში. მათი ნორჩი ფესურა იჭმევა. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 652.