შინაარსზე გადასვლა

დნესტრისპირეთის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დნესტრისპირეთის ომი

დნესტრისპირელი მეომრები ბრძოლის დროს
თარიღი 2 მარტი, 1992 - 21 ივლისი, 1992
მდებარეობა აღმოსავლეთ მოლდოვა
შედეგი დნესტრისპირეთი თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა.
მხარეები
დნესტრისპირეთის დროშა დნესტრისპირეთი

რუსეთის დროშა რუსი მოხალისეები
უკრაინის დროშა უკრაინელი მოხალისეები

მოლდოვის დროშა მოლდოვა

რუმინეთის დროშა რუმინელი მოხალისეები[1]

ძალები
14,000 რეგულარული ჯარი
9,000 მილიცია
5,000+
25,000–35,000
დანაკარგები
364–913 მოკლული
624 დაჭრილი[2][3]
279–324 მოკლული[4]
1,180 დაჭრილი
დნესტრისპირეთის ომი ვიკისაწყობში

დნესტრისპირეთის ომი — შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც 1990 წლის ნომებერში დაიწყო დუბესარის რაიონში პრო-დნესტრიპირეთის ძალებს (დნესტრისპირეთის რესპუბლიკის გვარდია, მილიცია, კაზაკები, რომელთაც ეხმარებოდა რუსული მე-14 არმიის ნაწილები) და პრო-მოლდოვურ ძალებს შორის, რომელთაც მოლდოვის არმია და პოლიცია წარმოადგენდა. დაპირისპირება ორ მხარეს შორის 1992 წლის პირველ მარტს გააქტიურდა და იმავე წლის 21 ივლისამდე გაგრძელდა. 21 ივლისს მათ შორის ცეცხსლის შეწყვეტის შეთანმხება დაიდო, რომელიც დღემდე ძალაშია. კონფლიქტის გადასაჭრელად, 2011 წელს ეუთოს ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები, რომელსაც ლიეტუვური მხარე უწევდა მოდერაციას.

ისტორიული წინაპირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს, სანამ საბჭოთა კავშირი ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინას ოკუპაციას მოახდენდა და მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შექმნიდა, მანამდე მოლდოვის ბესარაბიული ნაწილი რუმინეთს ეკუთვნოდა (1918–1940). 1991 წლის მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ, საბჭოთა კავშირსა და ნაცისტური გერმანიას შორის გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ანულირება მოახდინა, რამაც თავის დროზე 1940 წლის მოვლენები გამოიწვია. მაგრამ ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიული დავები არ გამქრალა. სანამ მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნებოდა, დნესტრისპირეთი უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა მოლდოვის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელწოდებით, დედაქალაქით ტირასპოლი (1924–1940).

პოლიტიკური წინაპირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირში მიხეილ გორბაჩოვის მიერ დაწყებულმა „გამჭირვალობის“ პოლიტიკებმა, ე.წ. პერესტროიკამ, წევრ რესპუბლიკებში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობა დაუშვა. მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებში, წამყვანი პოლიტიკური ძალად ეროვნული მოძრაობა იქცა. რაც უფრო იზრდებოდა ამ ძალების რუმინეთთან გაერთიანების გაცხადებული სურვილი, მით უფრო იზრდებოდა რესპუბლიკაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგობაც. ნაციონალისტების მიმართ ოპოზიციური განწყობები ყველაზე მკვეთრი დნესტრისპირეთის რეგიონში იყო, სადაც ეთნიკურ მოლდოველებზე მეტი ეთნიკურად რუსები და უკრაინელები სახლობდნენ.

1989 წლის 31 აგვისტოს, მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ორი კანონი: მოლდოვურმა ენამ რუსული ენა ჩაანაცვლა რესპუბლიკის ოფიციალურ ენად, ხოლო მეორე კანონით, დამწერლობად აღდგა ლათინური, რუმინული ანბანი. 1990 წლის 27 აპრილს, იმავე უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა ტრადიციული სამფეროვანი მოლდოვური დროშა და შეცვალა ეროვნული ჰიმნი, რომელიც რუმინეთის ეროვნული ჰიმნია 1989 წლიდან. იმავე წელს, რესპუბლიკის სახელწოდებიდან ამოიღეს „საბჭოთა სოციალისტური“ და ქვეყანას მოლდოვის რესპუბლიკა ეწოდა.

ამ მოვლენებმა და პარალელურად, 1989 წლის დეკემბერში რუმინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის დასრულებამ, 1990 წლის 6 მაისს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მიმოსვლა ნაწილობრივ აღადგინა. ცხადი გახდა, რომ მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება გარდაუვალი ხდებოდა. ამგვარმა სცენარმა მოლდოვის რუსულენოვან უმცირესობაში შეშფოთება გამოიწვია, რომ მომავალში ისინი საჯარო სფეროდან მარგინალიზებული იქნებოდნენ. 1989 წლის სექტემბრიდან დნესტრისპირეთსა და გაგაუზიის რეგიონში იწყება საპორტესტო აქციები ცენტრალური მთავრობის ეთნიკური პოლიტიკის მიმართ. საპროტესტო მოძრაობები მოლდოვის რესპუბლიკის შიგნით ავტონომიის სტატუსს ითხოვდნენ, რათა რუსული და გაგაუზური ოფიციალურ ენებად შეენარჩუნებინათ. გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ნაციონლისტები ჭარბობდნენ, ამ რეგიონების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შედეგად გაგაუზიისა და დენსტრისპირეთის რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და საბჭოთა რესპუბლიკებთან თანაარსებობის სურვილი გამოთქვეს.

1990 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის მოლდოვური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. 22 დეკმებერს მიხეილ გორბაჩოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო. დნესტრისპირეთის სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებიდან ორი თვის განმავლობაში მოლდოვის ხელისუფლება რეაგირებისგან თავს იკავებდა. თუმცა, პირველი შეტაკებები 2 ნოემბერს, დუბესარიში მოხდა. ადგილობრივი მცხოვრები ქალები ქალაქის სასამართლოსა და პროკურატურის შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში იკავებდნენ მას. პარალელურად, ქალაქის მოსახლეობამ მდინარე დნესტრზე ხიდი გადაკეტა, რომლითაც ქალაქი ცენტრალურ მმართველობას მოწყდა. ხიდის გასაწმენდან გაიგზავნა პოლიცია. პროტესტანტების წინააღმდეგობის შემდეგ პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, დუბესარის სამი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 13 დაიჭრა. ეს იყო კონფლიქტის პირველი მსხვერპლი. 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და მოლდოვის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რომლის სუვერენიტეტი მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიას ფარავდა. დამოუკიდებელი მოლდოვის პარლამენტმა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეწყო მოლდოვის არალეგალური ოკუპაციის დასასრულებლად და საბჭოთა ჯარების რესპუბლიკიდან გასაყვანად. 1991 წლის 29 აგვისტოს, როდესაც დნესტრიპირეთის დამოუკიდებლობის ლიდერი იგორ სმირნოვი სამ სხვა დეპუტატთან ერთად კიევს ეწვია, რათა უკრაინის ლიდერ ლეონიდ კრავჩუკს შეხვედროდნენ, იგი მოლდოვის პოლიციამ დააკავა და მოლდოვის ციხეში გადაიყვანა. პროტესტის ნიშნად, დნესტრისპირეთის ქალთა გაფიცვის კომიტეტის თავმჯდომარე გალინა ანდრეევამ მოსკოვი-კიშინოვის სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტა ქალაქ ბენდერსა და ტირასპოლს შორის. ისინი მოლდოვის პოლიციამ დააკავა და შემდგომ მოლდოვის პრეზიდენტის მირჩა სნეგურის ბრძანებით გაათავისუფლეს.

კონფლიქტის გაღვივება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლდოვისა და დნესტრიპირეთს შორის ურთიერთობის გამწვავების მეორე ეპიზოდი 1991 წლის 13 დეკემბერს მოხდა, როდესაც ლუნგას ხიდის გადაკვეთისას დნესტრიპირეთის 27 მებრძოლი ტყვედ აიყვანეს, ხოლო მოლდოვის 4 ჯარისკაცი დაიღუპა, ისე რომ მოლდოვის არმიამ ხიდის გადაკვეთა ვერ შეძლო. ამის შემდეგ, სამხედრო მოქმედებები 1992 წლის 2 მარტამდე შეწყდა, რომელიც დნესტრისპირეთის კონფლიქტის დაწყების ოფიციალურ თარიღად ითვლება. ამ დღეს მოლდოვის რესპუბლიკა გაეროში მიიღეს და 1991 წლის 27 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კონფლიქტი 1992 წლის 21 ივლისამდე გაგრძელდა მდინარე დნესტრის სამ მონაკვეთზე.

კოჩიერი-დუბესარის მონაკვეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო მოქმედებების პირველი არეალი დნესტრის აღმოსავლეთ სანაპირო გახდა, სოფელ მოლოვატა ნოუას, კოჩიერის, კორჟევოს და ქალაქ დუბესარის 10–12 კმ-იანი სანაპირო ზოლი, რომელიც დასავლეთ ნაპირს ბორნით ან ქალაქ დუბესარის ორი ხიდით უკავშრდებოდა.

1992 წლის პირველ მარტს, დნესტრისპირეთის დუბესარის პოლიციის უფროსი იგორ შიპჩენკო თინეიჯერმა მოკლა, რაშიც მოლდოვის პოლიცია იქნა დადანაშაულებული. ეს მოვლენა აღმოჩნდა ნაპერწკალი, რომელმაც კონფლიქტის გაღვივებას შეუწყო ხელი.

საპასუხოდ, დონის როსტოვიდან დნესტრისპირელების დასახმარებლად ჩამოსული კაზაკები თავს დაესხნენ დუბესარის მოლდოვურ საუბნო პოლიციას. მოლდოვის პრეზიდენტმა მირჩა სნეგურმა, კონფლიქტის გაღვივება თავიდან რომ აერიდებინა, შენობაში გამაგრებულ 26 მოლდოველ პოლიციელს დანებებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ისინი გენერალ-ლეიტენანტ იაკოვლევში გაიცვალნენ. მომდევნო დღეებში შეტაკება მოხდა სოფელ კოჩიერის მოლდოვურ საპოლიციო ნაწილებსა და დნესტრისპირულ ძალებს შორის. დნესტრის დასავლეთ ნაწილიდან ბორნით საპოლიციო ნაწილებს დამხმარე ძალა დაემტათ, რის შედეგადაც მათ სამი სოფლის გარშემო თავდაცვითი ხაზები გაამაგრეს. თუმცა დენსტრისპირულმა ძალებმა ქალაქი დუბესარი შეინარჩუნეს. შემდგომი კვირები მხარეებს შორის თხრილების ომი მიმდინარეობდა, შიგადაშიგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით.

კოშნიცას მონაკვეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავსი მოვლენები განვითარდა 13 მარტს სოფელ კოშნიცაში, პირიტაში, პოჰრებიასა და დოროცკაიაში. მოლდოვურმა ძალებმა მორიგი ანკლავი შექმნეს ახლა უკვე ქალაქ დუბესარის სამხრეთით. აპრილში, დნესტრისპირეთს რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე რუცკოი ეწვია და დნესტრიპირეთის სეპარატისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბენდერის მონაკვეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 19 ივნისს, მოლდოვის პოლიციამ ქალაქ ბენდერში მე-14 არმიის მაიორი იერმაკოვი დააკავა დივერსიის დაგეგმვისათვის. მისი დაკავებისთანავე, დნესტრიპირეთის გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა პოლიციის განყოფილებას. მოდლოვის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, რომ მომდევნო დილით ეროვნულ არმიას ქალაქი დაეკავებინა. მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში გამძაფრებულ შეტაკებებს სამოქალქო მსხვერპლი მოჰყვა. მოლდოვური რადიოს ინფორმაციით, ქალაქის მისადგომებთან რუსული მე-14 არმიის Т-64 ტიპის ტანკი გაანადგურეს ანტისატანკო Т-12 ტიპის იარაღით და ე.წ. РПГ-თი.

მოლდოველთა წინსვლა დნესტრისპირეთის რესპუბლიკის გვარდიამ კაზაკი მოხალისეების დახმარებით შეაჩერა. რუსეთის ვიცე-პრეზინდენტის, რუცკოის სატელევიზიო მიმართვით, ტირასპოლში არსებულ საბჭოთა სამხედრო ნაწილებს ბენდერის აღება დაევალათ. მომდვენო დღეებში ბენდერი დნესტრიპირულმა ძალებმა დაიკავეს.

22 ივნისს, მე-14 არმია მზად იყო დნესტრის გადასაკვეთად და მოლდოვის ტერიტორიის სიღრმისკენ დაძრულიყვნენ. მოლდოვის არმიამ მიიღო ბრძნება რომ ტირასპოლსა და ბენდერს შორის დამაკავშირებელი ხიდი გაენადგურებინათ. დავალების შესასრულებლად სამი МИГ-29 აფრინდა, თუმცა მათ რაკეტები ხიდს ვერ მოარტყეს. ერთ-ერთი გასროლილი რაკეტა ახლომდებარე საცხოვრებელს მოხვდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტა და შერეული საკონტროლო კომისია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 21 ივლისს მოეწერა ხელი. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს აწერდა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მისი მოლდოველი კოლეგა მირჩა სნეგური. შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა სამშვიდობო ძალები, რომელიც შედგებოდა ხუთი რუსული, სამი მოლდოვური და ორი დნესტრიპირული ბატალიონისგან. ბატალიონებს შერეული საკონტროლო კომისია მართავდა.

კონფლიქტის მსვლელობისას დაახლოებით ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3000-მდე დაშავდა. სხვა პოსტ-საბჭოთა კონფლიქტებისგან განსხვავებით დნესტრიპირეთის დაპირისპირებას იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაკადი არ წარმოუქმნია.

ზავიდან რამდენიმ დღეში, ბენდერის მახლობლად მდებარე რუსულ სოფელ გისკაში ადგილობრივ მებრძოლებსა და მოდლოვის არმიას შორის შეტაკებები მაინც მოხდა. შეტაკებებს სოფლის სამი მაცხოვრებელი ემსხვერპლა. არტილერიამ დააზიანა საცხოვრებლებიც.

კონფლიქტში რუსულმა მე-14 არმიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მასთან შედარებით სუსტ მოლდოვის არმიას საშუალება არ მიეცა დნესტრისპირეთზე კონტროლი დაემყარებინა. მას შემდეგ რუსეთმა მე-14 არმია დაშალა, კონფლიქტურ რეგიონში ჯარისკაცთა რაოდენობა 1300-მდე შეამცირა, რომლებიც ამჟამად შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოქმედებენ.

დნესტრისპირეთის უპირობო სამხედრო უპირატესობის ფონზე, მოლდოვას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა, იმ ფონზე რომ მოლდოვური საზოგადოება ამ ომის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.

კონფლიქტში ჩართული სხვა მონაწილეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ არმიას კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია ეკავა, მისი არაერთი ოფიცერი დნესტრისპირეთის მოდლოვური რესპუბლიკის მიმართ სიმპათიას გამოხტავდა და ხშირად ღიად მის მხარეს იკავებდნენ. 1991 წელს დნესტრისპირეთის სამხედრო ნაწილებმა თავდასხმა მოაწყვეტს მე-14 არმიის იარაღის დეპოზე, საიდანაც მათ გაუკრვეველი ოდენობის შეიარაღება გაიტაცეს. მე-14 არმიის გენერალი იაკოვლევი, რომელიც ასევე დნესტრისპირული მხარის მხარდამჭერი იყო, ამგავრ თავდასხმებს წინააღმდეგობას არ უწევდა. იაკოვლევმა თავად დნესტრისპირეთის დაფუძნებაშიც კი მიიღო მონაწილეობა. იგი დნესტრისპირეთის უზენაეს საბჭოში იყო, ხოლო 1991 წლის 3 დეკემბრიდან სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის დეპარტამენტის პირველი ხელმძღავნელი გახდა. იაკოვლევის მემკვიდრე, გენერალი იური ნეტკაჩევი კონფლიქტში შედარებით უფრო ნეიტრალური იყო. თუმცა მისმა მოდერაციამ კიშინოვსა და ტირასპოლს შორის შედეგს ვერ მიაღწია და მხოლოდ ამის შემდეგ, 1992 წლის ივნისში გამწვავდა სამხედრო დაპირისპირება. 23 ივნისს, მოლდოვური ძალების შემოტევისას, მე-14 არმიის შტაბს გენერალი ალექსანდრე ლებედი ეწვია, რათა შეეწყვიტა დაპირისპირება, იარაღის ძარცვა და იარაღის დეპოების გატანა მოეხდინა უკრაინის ტერიტორიის გავლით. სიტუაციის შეფასების შედეგად, მან ნეტკაჩევის მოვალეობები გადაიბარა და ბრძანება გასცა მე-14 არმია კონფლიქტში პირდაპირ ჩართულიყო. რუსული არმიის ჩართვის შედეგად დნესტრის აღმოსავლეთ სანაპირო სრულად გაიწმინდა მოლდოვური ძალებისგან.

რუსული არმიის გარდა, კონფლიქტში დნესტრისპირეთის მხარეს მონაწილეობას იღებდნენ რუსი და უკრაინელი მოხალისეები, ასევე დონისა და ყუბანის კაზაკები. მათი რაოდენობის დამადასტურებელი ზუსტი რიცხვი არ არსებობს, თუმცა იგი 200-დან 3000 მებრძოლამდე მერყეობს. დნესტრისპირეთის კონფლიქტში, სეპრატისტების მხარეს იბრძოლდა უკრაინის ნაციონალური ასამბლეის წევრები, რომელთა მიზანს დნესტრიპირეთში მცხოვრები უკრაინული უმცირესობის დაცვა წარმოადგენდა. მათი მოტივი უმეტესწილად რუსული რეგიონის დახმარებისთვის იყო „სლავების ომი მოლდოვურ-რუმინული აგრესიის შესაკავებლად.“ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, უკრაინის ნაციონალური ასამბლეის 50 წევრს დნესტრიპირეთის მცველის მედალი გადაეცა.

1992 წლის ივნისის ესკალაციამდე, რუმინეთმა მოლდოვას მიაწოდა შეიარაღება, ტყვია-წამალი და ჯავშანტექნიკა. ამასთან ერთად, რუმინეთმა გააგზავნა სამხედრო მრჩევლები, რომელთაც მოლდოვურ სამხედრო და საპოლიციო ძალები გადაამზადეს. კონფლიქტში მოლდოვის მხარეს რუმინელი მოხალისეებიც იბრძოდნენ.

ადამიანის უფლებათა დარღვევები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ბენდერის მაცხოვრებლებმა 1992 წლის 19 ივნისს დაინახეს, რომ მოლდოველი სამხედროები გამიზნულად ესროდნენ სახლებს, ეზოებსა და ავტომობილებს. მომდევნო დღეს ისინი, ასევე გამიზნულად, ესროდნენ სახლში დამალულ მოსახლეობას რათა ქალაქი დაეტოვებინათ. სხვა მოწმეების თანახმად, იმავე დღეს, ქალაქის ცენტრში შეკრებილი უიარაღო მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნეს. ექიმების მონათხობით, მოლდოვური საცეცხლე წერტილებიდან ცეცხლის გახნის გამო 19–20 ივნისს ისინი ვერ ახერხებდნენ დაჭრილებთან მისვლას და გამოყვანას. 21–22 ივნისის ქალაქის შეტაკებებმა, სადაც ტანკები, არტილერია და ხელყუმარები იყო ჩართული, სამოქალაქო მსხვერპლი გამოიღო. ცეცხლი გაიხსნა სასწრაფოს მანქანის მიმართაც. დნესტრისპირული მხარის ინფორმაციით, ერთი ექიმი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ამასთან ერთად სასწრაფოს ექვსი პერსონალი დაშავდა ქალაქ კაუშანიშიც. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, კიშინოვში დაკავებულ 12 დნესტრისპირელ პატიმართან საუბრისას დაადგინა, რომ მათი კაუშანიში დაკავებისას მოლდოვური პოლიცია მათ ცემდა და იარაღის მიჯრით გასროლით აშინებდა. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა დნესტრიპირეთის ძალების მხირადნაც, რომ მათ მიერ დატყვევებულ მოდლოველ პოლიციელებსა და სამხედროებს ისინი ცემდნენ და აწამებდნენ.

  • Хроника конфликта в Приднестровско – Молдавской республике с 1988 по 2006 г.Archived 2009-03-17 at the Wayback Machine (in Russian); Alexander Rutskoi visit in Bendery in 1992 (video) on YouTube;
  • Приднестровский парламентарий: Причиной приднестровского конфликта стало то, что Молдавия провозгласила себя моноэтническим государством, REGNUM News Agency, 20:04 03.03.2008;
  • William Crowther,"Moldova: caught between nation and empire," in New States, New Politics, Ian Bremmer and Ray Taras, eds., (Cambridge: Cambridge University Press, 1997), 322;
  • Vlad Grecu – "O viziune din focarul conflictului de la Dubăsari";
  • The radical right in Central and Eastern Europe since 1989 by Sabrina Ramet, Pennsylvania University Press. 1999 ISBN 0-271-01810-0 (page 290 and continuing from there);
  • Richard Humphries. Transnistria: relic of a bygone era, The Japan Times, Oct. 8, 2001. Retrieved August 6, 2014;
  • Hare, Paul (1999). "Who are the Moldovans?". In Paul Hare; Mohammed Ishaq; Judy Batt (eds.). Reconstituting the market: the political economy of microeconomic transformation. Taylor & Francis. p. 363. ISBN 90-5702-328-8. Retrieved 2009-10-30;
  • Hare, Ishaq, Batt, p. 369-370;
  • Erika Dailey, Jeri Laber, Lois Whitman (1993). Human Rights in Moldova: The Turbulent Dniester (Page 4). Human Rights Watch. Retrieved 5 September 2011;
  • Cooper, Tim; Stratulat, Alexandru (May 1998). "War in Moldova (1992)". Airman Magazine;
  • Arms and Ethnic Conflict, John Sislin, Frederic S. Pearson (Rowman & Littlefield, 2001), p. 99, ISBN 0-8476-8855-0;
  • (in Russian) "Вождь в чужой стае" by Mikhail Bergman;
  • (in Romanian) Anatolie Muntean, Nicolae Ciubotaru – "Războiul de pe Nistru", Ager – Economistul Publishing House, Bucharest 2004, pages 119, 122;
  • "Moldovan Forces Seize A Key Town". The New York Times. 21 June 1992;
  • "Large-scale and gross violations of human rights and the situation in the zone of armed conflict in and around the city of Bendery (June-July, 1992)". Human Rights Center "Memorial". Retrieved 6 August 2014;
  1. "Ethnicity and power in the contemporary world" Chapter 5, "Dynamics of the Moldova Trans-Dniester ethnic conflict (late 1980s to early 1990s)", Kumar Rupesinghe and Valery A. Tishkov, United Nations University Press, 1996
  2. Dnestrovskaya Pravda, no. 84-85, page 2, November 24, 2001
  3. ВОЗРОЖДЕННОМУ В ПРИДНЕСТРОВЬЕ ЧЕРНОМОРСКОМУ КАЗАЧЬЕМУ ВОЙСКУ – 15 ЛЕТ Olvia Press. Dec 18, 2006. Retrieved 2006, December 18; See also: "В Приднестровье отмечают 15-летие Черноморского казачьего войск,"«Новый Регион – Приднестровье», December 14, 2006.
  4. Accente, Nr. 36, March 14, 2002