ალექსანდრე რუცკოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე რუცკოი

ალექსანდრე რუცკოი (რუს. Алекса́ндр Влади́мирович Руцко́й; დ. 16 სექტემბერი, 1947, პროსკუროვი, კამენეც-პოდოლსკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, სსრკ-ს გმირი (1988),[1] დამსახურებული სამხედრო მფრინავი, ავიაციის გადამდგარი გენერალ-მაიორი,[2] ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საომარ მეცნიერებათა კანდიდატი ა პროფესორი.

1990-1991 წლებში რსფსრ-ის სახალხო დეპუტატი, უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1991 წლის 10 ივლისიდან 1993 წლის 25 დეკემბრამდე — რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, ვისაც ეს პოსტი ეკავა).

1996-2000 წლებში კურსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გუბერნატორი; ფედერაციის საბჭოს წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე რუცკოი დაიბადა 1947 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ პროსკუროვში (დღევანდელი ხმელნიცკი), უკრაინის სსრ-ის კამენეც-პოდოლსკის (დღევანდელი ხმელნიცკის) ოლქში, საკადრო სამხედროს (ტანკისტი ოფიცერის), მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახში.[1][3][4] . 1964 წელს დაამთავრა რვაწლიანი საშუალო სკოლა. 1964-1966 სწავლობდა საკვირაო სკოლაში, ამავე დროს მუშაობდა საავიაციო მექანიკოსად სამხედრო აეროდრომზე და მეცადინეობდა აეროკლუბის პილოტის განყოფილებაში. ლვოვში გადასვლის შემდე, მუშაობდა ლვოვის საავიაციო-სარემონტო ქარხანაში.

1966 წელს, მას შემდეგ, რაც რუცკოი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მისი მშობლები გადავიდნენ კურსკში, რუცკოის მამის სამშობლოში.[3]

ვიცე-პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდიდატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 18 მაისს წამოაყენეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად; პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბორის ელცინი. იქამდე, იყო სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ ვინ გახდებოდა ელცინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი: გენადი ბურბულისი, გავრიილ პოპოვი, ანატოლი სობჩაკი, გალინა სტაროვოიტოვა, სერგეი შახრაი.[5] ბევრმა იმდროინდელმა დემოკრატმა ელცინის ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნია. რუცკოი ელცინმა საბუთების შეტანის ბოლო დღეს აირჩია.[6]

1991 წლის 12 ივნისს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, ბორის ელცინი კი პრეზიდენტად. 10 ივლისს რუცკოი შეუდგა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და ამასთან დაკავშირებით, დათმო დეპუტატის მანდატი.[7]

1991 წლის აგვისტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 19-21 აგვისტოს, „ГКЧП“-ის მიერ ორგანიზებული პუტჩის დროს, იყო რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 19 აგვისტოს დილით იყო ერთ-ერთი პირელი, ვინც თეთრ სახლში მივიდა. 20 აგვისტოში, კრემლში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ანატოლი ლუკიანოვთან და წარუდგინა მას რუსეთის ხელისუფლების ულტიმატუმი: შეხვედრა მიხეილ გორბაჩოვთან უახლოესი 24 საათის განმავლობაში.[8] 21 აგვისტოს, ივანე სილაევთან და ვადიმ ბაკატინთან ერთად სათავეში ჩუადგა დელეგაციას, რომელმაც გამოიყვანა მიხეილ გორბაჩოვი ფოროსიდან.[9]

1991 წლის სექტემბერში მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში, სადაც იმ პერიოდში ძალაუფლება ჯოხარ დუდაევმა იგდო ხელთ.[10] ამის შემდეგ, დაიწყო რუცკოის დისკრედიტაცია მედიაში. 1991 წლის დეკემბერში ვიცე-პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ოფიცერ სერგეი პარფიონოვს, რომელიც დააკავეს რსფსრ-ს ტერიტორიაზე და გადაიყვანეს ლატვიაში.[11]

კონფლიქტი პრეზიდენტთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუცკოიმ გააკრიტიკა 8 დეკემბერს ხელმოწერილი ბელოჟევსკის შეთანხმება, რომელმაც შეწყვიტა სსრკ-ს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს არსებობა. მაშინ, რუცკოი შეხვდა პრეზიდენტ გორბაჩოვს და სცადა მისი დარწმუნება, დაეპატიმრებინა ელცინი, შუშკევიჩი და კრავჩუკი.[12] გორბაჩოვმა იგი უარით გაისტუმრა: „არ გინდა პანიკა. შეთანხმებას იურიდიული საფუძველი არ აქვს. ჩამოფრინდებიან, შევიკრიბებით ნოვო-ოგარევოში. ახალი წლისთვის ახალი საკავშირო შეთანხმება იქნება!“.[13]

17-22 დეკემბერს რუცკოი ეწვია პაკისტანს, ავღანეთსა და ირანს, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს საბჭოთა ტყვეების გათავისუფლების შესახებ.[14] რუცკოისთან შეხვედრის შემდეგ, პაკისტანელებმა გადასცეს მოსკოვს სია იმ 54 ტყვისა, რომელიც მოჯაჰედებს ჰყავდათ. 14 მათგანი ცოცხალი იყო. საბოლოო ჯამში, რუცკოის ვიზიტმა დიდი შედეგები ვერ მოიტანა.[15]

რუცკოი მკაცრად აკრიტიკებდა ეგორ გაიდარის კაბინეტს მათი გადაწყვეტილებების მიერ პროვოცირებულ „ფასების ზრდას, მოსახლეობის გაღარიბებას, წარმოების პროგრესირებული ვარდნა, სამხედრო-საწარმო კომპლექსის ჩამოშლას“; ამ ყველაფერს ახასიათებდა, როგორც რუსეთის ეროვნული ინტერესებს მივიწყების შედეგს. რუცკოი აღნიშნავდა, რომ ელცინის მთავრობაში ბევრი ეკონომისტი-მეცნიერი იყო, მაგრამ ცოტა სპეციალისტი-პრაქტიკოსი. ზუსტად მაშინ, რუცკოიმ გაიდარის კაბინეტს უწოდა „ბიჭები ვარდისფერ შარვლებში“ (რუს. мальчики в розовых штанишках).[16] ფრაზა, საბოლოო ჯამში, ძალიან ცნობილი გახდა.[17]

საპასუხოდ, 1991 წლის 19 დეკემბერს პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ვიცე-პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურები მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

1992 წლის თებერვალში, ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რუცკოი გამოვიდა „ГКЧП“-ის საქმის შეწყვეტისა და ყველა ეჭვმიტანილის გათავისუფლების შემოთავაზებით.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Руцкой Александр Владимирович. Герой Советского Союза (указ от 8 декабря 1988 года; медаль № 11589). Биография. Патриотический интернет-проект «Герои страны» // warheroes.ru
  2. Указ Президента СССР М. С. Горбачёва от 24 августа 1991 года № УП-2459 «О присвоении Руцкому А. В. воинского звания генерал-майора авиации». // base.garant.ru
  3. 3.0 3.1 Руцкой Александр Владимирович. Биография. Сайт «Научно-исследовательский институт социальных систем при МГУ имени М. В. Ломоносова» // niiss.ru
  4. «С нами Бог и Всевышний», «НСН», 30 октября 2000 года.
  5. Олег Мороз. Так кто же расстрелял парламент?
  6. Олег Мороз. Так кто же расстрелял парламент?
  7. Постановление Съезда народных депутатов РСФСР от 10.07.1991 № 1596-I.
  8. Ъ-Власть — Ельцин должен встретиться с Горбачевым не позднее 21 августа.
  9. Путч. Хроника тревожных дней. Крах авантюры: день четвёртый. 22 августа 1991.
  10. Ъ-Газета — Госдума о чеченском кризисе.
  11. Председателю Верховного Совета Латвийской Республики господину А. Горбунову // «Советская Россия» 10 декабря 1991 г.; № 234 (10685).
  12. Воронин Ю. М. 21 августа 1991 года: кто совершил переворот? // Стреноженная Россия.
  13. Владимир Исаков. Расчленёнка. Кто и как развалил Советский Союз: Хроника. Документы. М., Закон и право. 1998. стр. 43.
  14. Ъ-Власть — Вице-президент пытается освободить пленных.
  15. Аблазов В. И. ArtOfWar. Афганская арена. Плен и безвестие. 1991—2005 годы. Часть 11. 1996 год. События, материалы и документы.
  16. «Мальчики в розовых штанах».
  17. Форум А. Паршева.
  18. Российская газета, 24 февраля 1992, с. 3