მირჩა სნეგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირჩა სნეგური
მირჩა სნეგური
მოლდოვა
მოლდოვის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი, 1990 – 15 იანვარი, 1997
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე პეტრე ლუჩინსკი

დაბადებული 17 იანვარი, 1940
ტრიფანეშტი, მოლდოვა
მეუღლე ჟორჟეტა სნეგური
პროფესია აგრონომი
რელიგია მართლმადიდებელი
ხელმოწერა Signature of Mircea Snegur.png

მირჩა სნეგური ( დ. 17 იანვარი, 1940, ტრიფანეშტი, მოლდოვა) — მოლდოვის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1991-1997 წწ.)

1956 წელს დაამთავრა სოფელ ფრუმუშიკის საშუალო სკოლა. 1961 წელს დაამთავრა კიშინიოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი. 1961-1968 წლებში მუშაობდა სოფელ ლუნგის აგრონომად, შემდეგ მოლდავეთის სსრ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 1981-1990 წლებში სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზეა. 1990 წელს უალტერნატივო არჩევნებში აირჩიეს მოლდავეთის სსრ-ის პრეზიდენტად. 1991 წლის 23 მაისს ქვეყანას ეწოდა მოლდოვა. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად 1991 წლის 8 დეკემბერს კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. 1996 წლის არჩევნების პირველ ტურში მირჩა სნეგურმა მიიღო ხმების 38,7 %, ხოლო პეტრე ლუჩინსკიმ 27,7 %. მეორე ტურში ლუჩინსკიმ მიიღო ხმების 54,02 %, ხოლო სნეგურმა 45,98 %.

მირჩა სნეგურის შვილია ნატალია გერმანი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]